არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფს. 72:1—20

სოლომონის შესახებ 72  ღმერთო, ასწავლე შენი სამართალი მეფეს+ და შენი სიმართლე — მეფის ძეს.+   ის გამოესარჩლოს შენს ხალხს სიმართლით+ და დაჩაგრულებს — სამართლით.+   მთებმა და გორებმა მშვიდობა გადასცენ ხალხს სიმართლით.+   გაუჩინოს მან სამართალი დაჩაგრულ ხალხს,+ იხსნას ღარიბის ძეები და შემუსროს გამომძალველი.   შენი შიში ექნებათ, ვიდრე არსებობს მზე+ და ვიდრე არსებობს მთვარე, თაობიდან თაობაში.+   ის წვიმასავით ჩამოვა მოთიბულ ბალახზე,+ შხაპუნა წვიმასავით, მიწას რომ ასველებს.+   მის დროს აყვავდება მართალი+ და იქნება დიდი მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს.+   მისი მორჩილები იქნებიან ზღვიდან ზღვამდე+ და მდინარიდან*+ დედამიწის კიდეებამდე.+   მის წინაშე ქედს მოიხრიან უწყლო მხარეში მცხოვრებნი+ და მისი მტრები მტვერს ალოკავენ.+ 10  თარშიშისა და კუნძულების მეფეები+ ხარკს გადაიხდიან,+ შებასა და სებას მეფეები ძღვენს მოიტანენ.+ 11  ყველა მეფე დაემხობა მის წინაშე;+ ყველა ხალხი ემსახურება მას.+ 12  ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს,+ დაჩაგრულს და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს.+ 13  ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს,+ იხსნის ღარიბთა სულებს.+ 14  ჩაგვრისა და ძალადობისგან გამოისყიდის მათ სულებს და ძვირფასი იქნება მათი სისხლი მის თვალში.+ 15  იცოცხლოს მან+ და მიეცეს მას შებას ოქრო.+ მუდამ ლოცულობდნენ მისთვის და მთელი დღე კურთხეული იყოს.+ 16  უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე,+ მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება.+ მისი ნაყოფი ლიბანისას დაემსგავსება;+ ვინც ქალაქიდან არის, დედამიწის მცენარეულობასავით გაიფურჩქნება.+ 17  მარადიულად იარსებოს მისმა სახელმა,+ გასტანოს მისმა სახელმა, ვიდრე მზე არსებობს, მისი მეშვეობით იყვნენ კურთხეულნი.+ ყველა ხალხმა ბედნიერი უწოდოს მას.+ 18  კურთხეული იყოს იეჰოვა ღმერთი, ისრაელის ღმერთი;+ მხოლოდ ის ახდენს საოცარ საქმეებს.+ 19  სამარადისოდ კურთხეული იყოს მისი დიდებული სახელი+ და მისმა დიდებამ აავსოს მთელი დედამიწა.+ ამინ*! ამინ! 20  დასრულდა დავითის, იესეს ძის ლოცვები.+

სქოლიოები

ანუ ევფრატიდან.
ებრაულად ამენ, რაც ნიშნავს: დაე, იყოს ასე!