წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 71:1—24

71  შენ შეგაფარე თავი, იეჰოვა,+ ნურასოდეს შევრცხვები.+   შენი სიმართლით მიხსენი და გადამარჩინე.+ ყური მომაპყარი და მიხსენი.+   კლდოვანი სიმაგრე იყავი ჩემთვის, რომ ყოველთვის იქ შევდიოდე.+ გთხოვ, ბრძანე ჩემი შველა,+ რადგან შენა ხარ ჩემი კლდე და სიმაგრე.+   ჩემო ღმერთო, მიხსენი ბოროტის ხელიდან,+ უსამართლოსა და სასტიკის ხელიდან.+   შენა ხარ ჩემი იმედი,+ უზენაესო უფალო იეჰოვა, სიჭაბუკიდანვე შენზე ვარ მონდობილი.+   დედის მუცლიდანვე შენზე ვარ დაიმედებული,+ შენ გამომიყვანე საშვილოსნოდან;+ შენ გაქებ მუდამ.+   ბევრისთვის სასწაულად ვიქეცი;+ შენა ხარ ჩემი მტკიცე თავშესაფარი.+   სავსე მაქვს პირი შენი ქებით,+ მთელი დღე შენს მშვენიერებაზე ვლაპარაკობ.+   ნუ მიმაგდებ სიბერეში,+ ნუ მიმატოვებ, როცა ძალა გამომეცლება.+ 10  ჩემი მტრები ჩემზე ლაპარაკობენ+ და ჩემს სულს დადარაჯებულები ერთად თათბირობენ,+ 11  ამბობენ: მიატოვაო ღმერთმა;+ დავედევნოთ და დავიჭიროთ, რადგან არა ჰყავსო მხსნელი.+ 12  ღმერთო, შორს ნუ იქნები ჩემგან.+ ჩემო ღმერთო, იჩქარე ჩემ დასახმარებლად.+ 13  შერცხვნენ ისინი და ბოლო მოეღოთ მათ, ვინც ეწინააღმდეგება ჩემს სულს.+ შეურაცხყოფილნი და დამცირებულნი იყვნენ ისინი, ვინც ჩემ გაუბედურებას ცდილობს.+ 14  მე კი მუდამ მოლოდინში ვიქნები+ და უფრო მეტად შეგაქებ. 15  ჩემი პირი ილაპარაკებს შენს სიმართლეზე,+ მთელი დღე — შენგან ხსნაზე,+ რადგან არ ვიცი მათი რიცხვი.+ 16  დიდი ძლევამოსილებით მოვალ,+ უზენაესო+ უფალო იეჰოვა, მხოლოდ შენს სიმართლეზე ვილაპარაკებ.+ 17  ღმერთო, სიჭაბუკიდანვე მასწავლი+ და დღემდე შენს საოცარ საქმეებზე ვლაპარაკობ.+ 18  ნუ მიმატოვებ თვით სიბერემდე და გაჭაღარავებამდე, ღმერთო,+ სანამ არ ვუამბობ შენი მკლავის შესახებ მომავალ თაობას+ და შენი ძლიერების შესახებ ყველას, ვინც მოვა.+ 19  ცას სწვდება შენი სიმართლე, ღმერთო.+ დიდებული საქმეების კეთებაში+ ვინ შეგედრება, ღმერთო?+ 20  შენ მაჩვენე მრავალი გასაჭირი და უბედურება,+ ამიტომ შენ გამომაცოცხლე+ და დედამიწის ღრმა წყლიდან ამომიყვანე.+ 21  განავრცე ჩემი სიდიადე,+ დამიფარე და მანუგეშე.+ 22  სიმებიანი საკრავით შეგასხამ ხოტბას+ შენი ჭეშმარიტების გამო, ჩემო ღმერთო!+ ქებას გიმღერებ ქნარზე, ისრაელის წმინდავ!+ 23  ქებას რომ გიმღერებ, სიხარულით იყიჟინებენ ჩემი ბაგეები,+ თვით ჩემი სულიც, შენ მიერ გამოსყიდული.+ 24  ჩემი ენაც მთელი დღე შენს სიმართლეზე ილაპარაკებს,+ რადგან შერცხვნენ და დამცირდნენ ისინი, ვინც ჩემ გაუბედურებას ცდილობს.+

სქოლიოები