წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 7:1—17

დავითის სამგლოვიარო სიმღერა, რომელსაც ბენიამინელი ქუშის სიტყვების გამო უმღეროდა იეჰოვას 7  ო, იეჰოვა, ჩემო ღმერთო,+ შენ შეგაფარე თავი.+ დამიხსენი ყველა ჩემი მდევნელისგან და გადამარჩინე,+   რათა არავინ დამიფლითოს სული* ლომივით,+ არ გამიტაცონ, როცა არავინ იქნება დამხსნელი.+   იეჰოვა, ჩემო ღმერთო, თუ რამე ჩამედინოს+ და უსამართლობაში მქონდეს ხელი გარეული,+   თუ ბოროტებით გადამეხადოს ჩემი კეთილისმყოფლისთვის+ ან თუ გამეძარცვოს ის, ვინც უშედეგოდ მმტრობს,+   მაშინ მტერი დაედევნოს ჩემს სულს,+ დამეწიოს, მიწასთან გაასწოროს ჩემი სიცოცხლე და ჩემი დიდება მტვერში დაამკვიდროს. სელა.   აღსდექ, იეჰოვა, შენი რისხვით!+ აღიმართე ჩემი მტრების წინააღმდეგ, რომლებიც რისხვას ანთხევენ ჩემზე!+ გამოიღვიძე ჩემ დასახმარებლად,+ რადგან გაცემული გაქვს ბრძანება სამართლის აღსასრულებლად!+   გარს შემოგეხვევა ერების კრებული, შენ კი ამაღლდები მის წინააღმდეგ.   იეჰოვა გამოუტანს განაჩენს ხალხებს.+ იეჰოვა, გამასამართლე ჩემი სიმართლისა+ და ჩემი უმწიკვლობისამებრ!+   გთხოვ, ბოლო მოუღე ბოროტთა უკეთურებას;+ განამტკიცე მართალი.+ გულსა+ და თირკმელებს+ მართალი ღმერთი+ იკვლევს. 10  ჩემი ფარი ღმერთთან არის,+ გულმართალთა მხსნელთან.+ 11  ღმერთი მართალი მოსამართლეა,+ განაჩენთა გამომტანი ყოველდღე. 12  თუ ვინმე ბოროტებას არ მიატოვებს,+ იგი თავის მახვილს გალესავს,+ მშვილდს მოზიდავს და სასროლად გაამზადებს.+ 13  სასიკვდილო იარაღს გაამზადებს,+ ააბრიალებს თავის ისრებს.+ 14  აი ის, ვინც სიავეზეა ფეხმძიმედ;+ უბედურება ჩასახვია მას და შობს სიცრუეს.+ 15  ორმოს თხრის და თხრის,+ მაგრამ თავისივე ამოთხრილ ორმოში ჩავარდება.+ 16  მისი უბედურება მისივე თავზე დატრიალდება+ და ძალადობა დაისადგურებს მის თხემზე.+ 17  ხოტბას შევასხამ იეჰოვას მისი სიმართლისამებრ+ და ქებას ვუმღერებ უზენაესი+ იეჰოვას სახელს.+

სქოლიოები

ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.