წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 69:1—36

გუნდის ხელმძღვანელს: შროშნები.+ დავითის ფსალმუნი 69  მიხსენი, ღმერთო, რადგან წყალმა ლამის დამიხრჩოს სული.+   ღრმა ტალახში ჩავეფალი, სადაც შეუძლებელია ფეხის მოკიდება.+ ღრმა წყალში შევედი და წყლის დინებამ წამიღო.+   დავიღალე ყვირილით;+ ხმა ჩამეხლიჩა, თვალები ამომიღამდა ჩემი ღვთის მოლოდინში.+   უმიზეზოდ მოძულენი იმაზე მეტად მომიმრავლდნენ, ვიდრე თმა მაქვს თავზე;+ გამრავლდნენ ჩემი დადუმების მსურველნი, უმიზეზოდ მმტრობენ.+ ვაძლევდი იმას, რაც არ წამირთმევია.   ღმერთო, შენ იცი, რომ უგუნური ვარ, და არ არის შენთვის დაფარული ჩემი დანაშაული.+   ნუ შერცხვებიან ჩემ გამო შენი მოიმედენი,+ უზენაესო უფალო, ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა!+ ნუ დამცირდებიან ჩემ გამო შენი მძებნელნი,+ ისრაელის ღმერთო!+   შენ გამო ვიტან შეურაცხყოფას,+ დამცირებამ დამიფარა სახე.+   გავუცხოვდი ჩემი ძმებისთვის+ და დედაჩემის ძეებისთვის უცხო გავხდი.+   შენი სახლის მოშურნეობამ შემჭამა,+ და შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა.+ 10  ვტიროდი, როცა მარხულობდა ჩემი სული,+ მაგრამ ამისთვის შეურაცხყოფა მივიღე.+ 11  როცა ჯვალოთი შევიმოსე, მათი სალაპარაკო გავხდი.+ 12  ჩემზე ბჭობენ კარიბჭეებთან მსხდომნი,+ მათრობელი სასმლის მსმელთა სასიმღერო გავხდი.+ 13  ჩემი ლოცვა კი შენდამი იყო მომართული, იეჰოვა,+ სასურველ დროს, ღმერთო.+ შენი დიდი სიკეთით* მიპასუხე, რადგან შენა ხარ ჭეშმარიტი მხსნელი.+ 14  ამომიყვანე ტალახიდან, შიგ რომ არ ჩავეფლო;+ მიხსენი ჩემი მოძულეებისგან+ და ამომიყვანე ღრმა წყლიდან.+ 15  ნუ წამიღებს წყლის დინება,+ ნურც სიღრმე შთამნთქავს და ნურც ჭა შეკრავს პირს ჩემზე.+ 16  მიპასუხე, იეჰოვა, რადგან კარგია შენი სიკეთე.+ შენი დიდი წყალობით მომხედე+ 17  და ნუ დაფარავ შენს სახეს შენი მსახურისგან.+ დიდ გასაჭირში ვარ, სწრაფად მიპასუხე.+ 18  მოუახლოვდი ჩემს სულს და იხსენი იგი;+ გამომისყიდე ჩემი მტრებისგან.+ 19  შენთვის ცნობილია ჩემი შეურაცხყოფა, სირცხვილი და დამცირება.+ შენ წინაშეა ყველა, ვინც მმტრობს.+ 20  შეურაცხყოფამ გული გამიტეხა; უკურნებელია ჩემი ჭრილობა.+ იმედი მქონდა, რომ თანამიგრძნობდა ვინმე, მაგრამ არავინ აღმოჩნდა ასეთი,+ რომ მანუგეშებდა ვინმე, მაგრამ ვერავინ ვნახე.+ 21  შხამიანი მცენარე მომცეს საჭმელად,+ ძმარი მომაწოდეს წყურვილის მოსაკლავად.+ 22  ხაფანგად ექცეთ თავიანთი სუფრა+ და მახედ — ის, რაც კეთილდღეობისთვის აქვთ.+ 23  დაუბნელდეთ თვალები, რათა ვერ ხედავდნენ;+ აუკანკალე მათ ბარძაყები.+ 24  რისხვა გადმოღვარე მათზე+ და შენმა მრისხანებამ მოიცვას ისინი.+ 25  გაპარტახდეს მათი გალავნიანი ბანაკი;+ ნურავინ დამკვიდრდება მათ კარვებში.+ 26  ვისაც შენ დაჰკარი, მას დაედევნენ,+ შენ მიერ განგმირულთა ტკივილებზე ლაპარაკობენ. 27  მათ დანაშაულს დაუმატე დანაშაული+ და ნუ შემოვლენ შენს სიმართლეში.+ 28  ამოიშალონ ისინი ცოცხალთა წიგნიდან+ და ნუ ჩაიწერებიან მართლების გვერდით.+ 29  დაჩაგრული ვარ და ტკივილით შეწუხებული.+ შენმა ხსნამ დამიცვას, ღმერთო!+ 30  ქებას ვუმღერებ ღვთის სახელს+ და სამადლობლით განვადიდებ მას.+ 31  ამას უფრო მეტად მოიწონებს იეჰოვა, ვიდრე ხარს+ და ჩლიქგაყოფილ რქიან მოზვერს.+ 32  დაინახავენ ამას თვინიერები და გაიხარებენ.+ გიძგერდეთ გულები, ღვთის მაძიებლებო!+ 33  იეჰოვა უსმენს საწყლებს,+ ის არ უგულებელყოფს თავის პატიმრებს.+ 34  აქოს იგი ცამ და დედამიწამ,+ ზღვამ და ყოველივემ, რაც მასში მოძრაობს.+ 35  ღმერთი იხსნის სიონს+ და ააშენებს იუდას ქალაქებს;+ ისინი დამკვიდრდებიან იქ და დაეპატრონებიან მას.+ 36  მის მსახურთა შთამომავალნი დაიმკვიდრებენ მას;+ მისი სახელის მოყვარულნი დამკვიდრდებიან იქ.+

სქოლიოები

იხილეთ 59:10-ის სქოლიო.