წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 68:1—35

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი, სიმღერა 68  აღსდგეს ღმერთი,+ მიმოიფანტონ მისი მტრები+ და უკუიქცნენ მისგან მისი მოძულენი.+   კვამლივით გაფანტე ისინი;+ როგორც ცვილი დნება ცეცხლზე,+ ასევე მოეღოთ ბოლო ბოროტებს ღვთის წინაშე.+   მართლებმა კი გაიხარონ,+ ღვთის წინაშე იმხიარულონ+ და სიხარულით იყიჟინონ.+   უმღერეთ ღმერთს, ქება უმღერეთ მის სახელს.+ უმღერეთ მას, ვინც ხრიოკებს სერავს,+ მას, ვისაც ჰქვია იაჰი*;+ იზეიმეთ მის წინაშე.   უმამო ბავშვების მამა და ქვრივების მოსამართლეა+ ღმერთი თავის წმინდა სამყოფელში.+   მარტოხელებს ღმერთი სახლში დაამკვიდრებს.+ ის მისცემს პატიმრებს სრულ კეთილდღეობას,+ ჯიუტები კი ხრიოკებზე დასახლდებიან.+   როცა შენს ხალხს წინ მიუძღოდი, ღმერთო,+ როცა ხრიოკ ადგილას მიდიოდი...+ სელა...   დედამიწა იძვროდა,+ ცა წვეთებად იღვრებოდა ღვთის წინაშე;+ ეს სინა იძვროდა ღვთის,+ ისრაელის ღვთის გამო.+   კოკისპირული წვიმა დაუშვი, ღმერთო.+ როცა იქანცებოდა შენი მემკვიდრეობა, შენ ამაგრებდი მას.+ 10  შენს ბანაკში+ ცხოვრობდნენ ისინი.+ შენი სიკეთით გაუმზადე ბანაკი საწყალს, ღმერთო.+ 11  იეჰოვა გასცემს ბრძანებას;+ ქალთა დიდი ლაშქარი აუწყებს სასიხარულო ცნობას.+ 12  გარბიან ლაშქართა მეფეები, გარბიან.+ სახლში დარჩენილი ქალი ნადავლიდან იღებს წილს.+ 13  თუმცა ბანაკში ნაცრის გროვებს შორის იწექით, დაემსგავსებით* მტრედს, რომელსაც ფრთები ვერცხლით აქვს დაფარული და ბუმბული — ყვითელი* ოქროთი.+ 14  როცა ყოვლისშემძლემ მიმოფანტა იქ მეფეები,+ თოვა დაიწყო ცალმონში.+ 15  ბაშანის მთიანი მხარე+ ღვთის მთაა;+ ბაშანის მთიანი მხარე მწვერვალთა მთაა.+ 16  რატომ შეჰყურებთ შურით, მწვერვალთა მთებო, მთას, რომელზეც ღმერთმა მოისურვა დამკვიდრება?+ იეჰოვა დამკვიდრდება იქ მარადიულად.+ 17  ღმერთს ათობით ათასი საბრძოლო ეტლი აქვს, აურაცხელი ათასი.+ იეჰოვა მივიდა სინადან წმინდა ადგილზე.+ 18  შენ ახვედი მაღლა,+ წაასხი ტყვეები,+ წაიყვანე ძღვენი ადამიანთა სახით,+ ჯიუტებიც კი,+ რომ დამკვიდრდე მათ შორის,+ იაჰ, ღმერთო. 19  კურთხეული იყოს იეჰოვა, რომელიც ყოველდღიურად ატარებს ჩვენს ტვირთს,+ ჩვენი ხსნის ჭეშმარიტი ღმერთი.+ სელა. 20  ჭეშმარიტი ღმერთი ჩვენი მხსნელი ღმერთია;+ იეჰოვას, უზენაეს უფალს,+ ეკუთვნის სიკვდილისგან თავდახსნის გზები.+ 21  ღმერთი თავს გაუტეხს თავის მტრებს+ და თმიან თხემს — დანაშაულის გზაზე მავალთ.+ 22  იეჰოვამ თქვა: „ბაშანიდან დავაბრუნებ მათ,+ ზღვის სიღრმიდან დავაბრუნებ,+ 23  რათა ფეხი დაიბანო მათ სისხლში+ და შენმა ძაღლებმა ენით ალოკონ მტრის სისხლი“.+ 24  მათ იხილეს შენი სვლა, ღმერთო.+ ჩემი ღვთის, ჩემი მეფის სვლა წმინდა ადგილისკენ.+ 25  მომღერლები მიდიოდნენ წინ, მათ სიმებიან საკრავებზე დამკვრელები მიჰყვებოდნენ;+ მათ შორის ქალწულები უკრავდნენ დაირებზე.+ 26  შეკრებილ ხალხში აკურთხეთ ღმერთი,+ აკურთხეთ იეჰოვა თქვენ, ვისი სიცოცხლეც ისრაელის წყაროდან მომდინარეობს.+ 27  პატარა ბენიამინი იმორჩილებს მათ,+ იუდას მთავრებიც თავიანთი მოყიჟინე ხალხით, ზებულონის მთავრებიცა და ნაფთალის მთავრებიც.+ 28  შენმა ღმერთმა ბრძანა, რომ ძალა მოგცემოდა.+ აჩვენე შენი ძალა, ღმერთო, ჩვენ სასიკეთოდ მოქმედო.+ 29  შენი ტაძრისთვის იერუსალიმში+ მეფეები ძღვენს მოგართმევენ.+ 30  გაკიცხე ლერწმიანის მხეცები,+ ხარების ჯოგი+ და ხალხთა ხბოები, რომელთაგან თითოეული ვერცხლს თელავს.+ ის ფანტავს ბრძოლის მოყვარულ ხალხებს.+ 31  ბრინჯაოს ნივთები ეგვიპტიდან მოვა;+ ქუში სწრაფად გაიწვდის ძღვნით სავსე ხელებს ღვთისკენ.+ 32  დედამიწის სამეფოებო, უმღერეთ ღმერთს!+ ქება უმღერეთ იეჰოვას... სელა... 33  მას, ვინც ძველისძველ ზეცას სერავს!+ აი, ის გრგვინავს ძლიერი ხმით.+ 34  აღიარეთ ღვთის ძალა,+ ისრაელზეა მისი სიდიადე და ღრუბლებშია მისი ძლიერება.+ 35  შიშის მომგვრელი ხარ, ღმერთო, შენს დიდებულ საწმინდარში.+ ისრაელის ღმერთია იგი, ვინც ძალასა და ძლევამოსილებას აძლევს ხალხს.+ კურთხეული იყოს ღმერთი.+

სქოლიოები

ეს არის სახელი იეჰოვას შემოკლებული ფორმა, ტეტრაგრამატონი ჲჰვჰ-ს პირველი ორი ასო. იხილეთ დანართი 1ა.
ან ხელთ იგდებთ.
სიტყვასიტყვით — მოყვითალო-მომწვანო.