წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 65:1—13

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი, სიმღერა 65  ღმერთო, შენია ქებაც და დუმილიც სიონში;+ შენ შეგისრულებენ აღთქმას.+   ლოცვების მომსმენო, შენთან მოვა ყოველი ხორციელი.+   ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა ჩემი დანაშაული.+ შენ დაფარავ ჩვენს ცოდვებს.+   ბედნიერია ის, ვისაც აირჩევ და დაიახლოებ,+ რათა შენს ეზოებში დამკვიდრდეს.+ დავკმაყოფილდებით იმ ყოველივე კარგით, რაც შენს სახლშია,+ შენი ტაძრის წმინდა ადგილით.+   შიშის მომგვრელი საქმეებით გვიპასუხებ, სიმართლით რომ მოიმოქმედე,+ ჩვენი ხსნის ღმერთო,+ დედამიწის კიდეებსა და შორეულ ზღვისპირეთში მცხოვრებთა იმედო.+   მტკიცედ აფუძნებს მთებს თავისი ძალით;+ ძლევამოსილებით არის იგი შემოსარტყლული.+   ის აწყნარებს ზღვების ხმაურს,+ მათი ტალღების ხმასა და ერების მღელვარებას.+   შენი ნიშნების შეეშინდებათ უშორეს მხარეებში მცხოვრებთ.+ შენი წყალობით სიხარულით ყიჟინებს დილა და საღამო.+   ყურადღება გაქვს მიპყრობილი დედამიწისკენ, რომ სიუხვე მისცე.+ ძლიერ ამდიდრებ მას. წყალუხვია ღვთისგან მომდინარე ნაკადული.+ შენ უმზადებ მათ მარცვლეულს,+ რადგან ასე ამზადებ დედამიწას.+ 10  შენ რწყავ მის ხნულებს, ასწორებ მის ბელტებს;+ შხაპუნა წვიმებით ალბობ მას და აკურთხებ მის ყლორტებს.+ 11  შენი სიკეთით დააგვირგვინე წელიწადი.+ ნოყიერია შენი ბილიკები.+ 12  ნოყიერია უდაბნოს საძოვრები+ და გორები სიხარულით არიან შემოსარტყლული.+ 13  საძოვრები მრავალ ფარას შეუმოსავს+ და ველები მარცვლეულით დაფარულან.+ ისინი სიხარულით ყიჟინებენ, მღერიან.+

სქოლიოები