არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფს. 63:1—11

დავითის სიმღერა. როცა იუდას უდაბნოში იყო+ 63  ღმერთო, ჩემი ღმერთი ხარ, შენ გეძებ.+ ჩემს სულს სწყურიხარ.+ შენ მოლოდინში ხორცი დამელია გამომშრალ, გამხმარ და უწყლო მიწაზე.+   წმინდა ადგილას გიხილე,+ შენი ძალა და დიდება ვნახე.+   შენი სიკეთე* სიცოცხლეს სჯობია,+ ჩემი ბაგეებით შეგაქებ.+   მთელი სიცოცხლე გაკურთხებ+ და შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.+   საუკეთესოთი, ნოყიერით არის გამძღარი ჩემი სული+ და ყიჟინებენ ჩემი ბაგეები; ხოტბას გასხამ პირით.+   გიხსენებ, როცა საწოლზე ვწევარ,+ ღამის გუშაგობის დროს ვფიქრობ შენზე,+   რადგან შენა ხარ ჩემი შემწე+ და სიხარულით ვყიჟინებ შენი ფრთების ჩრდილქვეშ.+   ფეხდაფეხ მოგყვება ჩემი სული;+ მარჯვენა ხელი გაქვს ჩაჭიდებული ჩემზე.+   ისინი, ვინც ჩემს სულს დასაღუპავად ეძებენ,+ დედამიწის სიღრმეში ჩავლენ.+ 10  მახვილის ძალას გადაეცემიან,+ მელიების ულუფად იქცევიან.+ 11  მეფე კი გაიხარებს ღმერთით;+ ყველა მისი მოფიცარი იამაყებს,+ რადგან დაიხშობა სიცრუის მოლაპარაკე ბაგეები.+

სქოლიოები

იხილეთ 59:10-ის სქოლიო.