არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფს. 62:1—12

გუნდის ხელმძღვანელს: იედუთუნი. დავითის სიმღერა 62  მდუმარედ ელოდება ღმერთს ჩემი სული.+ მისგან არის ჩემი ხსნა.+   ის არის ჩემი კლდე, ჩემი ხსნა და ჩემი თავშესაფარი მაღლობზე;+ დიდად არ წავბორძიკდები.+   როდემდე უნდა ებრძოდეთ გაშმაგებით კაცს, რომლის მოკვლაც გინდათ?+ ყველანი გადახრილი კედელივით ხართ, მორყეული ქვის კედელივით.+   რჩევას იძლევიან, რათა კაცს დიდება ჩამოაშორონ.+ სიცრუე სიამოვნებთ.+ პირით აკურთხებენ, გულში კი წყევლიან.+ სელა.   ღმერთს დაელოდე მდუმარედ, ჩემო სულო,+ რადგან ის არის ჩემი იმედი.+   ის არის ჩემი კლდე, ჩემი ხსნა და ჩემი თავშესაფარი მაღლობზე;+ არ წავბორძიკდები.+   ღვთისგან მოდის ჩემი ხსნა და დიდება,+ ღმერთია ჩემი ძლიერი კლდე და თავშესაფარი.+   მუდამ მასზე დაამყარეთ იმედი, ხალხო,+ გული გადმოუღვარეთ მას.+ ღმერთია ჩვენი თავშესაფარი.+ სელა.   ადამიანის ძეები ერთი ამოსუნთქვასავით არიან.+ ცრუები არიან კაცის ძეები.+ სასწორზე რომ დადო, ყველა ერთ ამოსუნთქვაზე მსუბუქია.+ 10  ნუ დაამყარებთ იმედს გამოძალვაზე,+ ფუჭად ნუ იქნებით დაიმედებულნი ძარცვაზე.+ თუ დიდი ქონება გექნებათ, ნუ დაენდობით მას.+ 11  ერთხელ თქვა ღმერთმა, მე ორჯერ მოვისმინე,+ რომ ღვთისაა ძლიერება.+ 12  სიკეთეც* შენია, იეჰოვა,+ რადგან ყველას თავ-თავისი საქმეებისამებრ მიუზღავ.+

სქოლიოები

იხილეთ 59:10-ის სქოლიო.