არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 61:1—8

ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით. დავითის ფსალმუნი 61  უსმინე, ღმერთო, ჩემს მუდარას+ და ყურად იღე ჩემი ლოცვა.+   შენ შემოგღაღადებ დედამიწის კიდიდან გულგათანგული.+ წამიძეხი მაღალი კლდისკენ.+   შენა ხარ ჩემი თავშესაფარი,+ ძლიერი კოშკი მტრის წინაშე.+   სტუმრად ვიქნები შენს კარავში მარადიულად;+ შენს ფრთებქვეშ შევაფარებ თავს.+ სელა.   შენ მოისმინე ჩემი აღთქმები, ღმერთო,+ შენი სახელის მოშიშნი მომეცი მემკვიდრეობად.+   მეფეს სიცოცხლის დღეებს შემატებ,+ მისი წლები თაობებივით შეენაცვლება ერთმანეთს.+   მარადიულად იცხოვრებს იგი ღვთის წინაშე;+ უბოძე მას სიკეთე* და ჭეშმარიტება, რათა დაცული იყოს.+   მარადიულად ვუმღერებ ქებას შენს სახელს,+ რათა ყოველდღიურად შევასრულო ჩემი აღთქმები.+

სქოლიოები

იხილეთ 59:10-ის სქოლიო.