არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფს. 60:1—12

გუნდის ხელმძღვანელს: „შეხსენების შროშანი“. მიქთამი. დავითის ფსალმუნი. სასწავლებლად.+ როცა ის ებრძოდა არამ-ნაჰარაიმსა და არამ-ცობას; როცა დაბრუნდა იოაბი და მარილოვან ველზე დაამარცხა ედომი, თორმეტი ათასი კაცი+ 60  ღმერთო, შენ მიგვაგდე, გაარღვიე ჩვენი რიგები.+ შენ განგვირისხდი. ახლა კვლავ აღგვადგინე!+   შენ შეარყიე დედამიწა და დახეთქე.+ ამოავსე მისი ბზარები, რადგან ირყევა.+   შენს ხალხს სიძნელეები აჩვენე.+ ღვინო დაგვალევინე და თავბრუ დაგვახვიე.+   შენ მიეცი შენს მოშიშებს ნიშანი,+ რომ ხან აქეთ და ხან იქით გაექცნენ მშვილდს. სელა.   შენი საყვარელი ხალხის გადასარჩენად,+ გვიხსენი შენი მარჯვენით და გვიპასუხე.+   ღმერთმა ილაპარაკა თავისი სიწმინდით:+ „გავიხარებ, შექემს გავცემ სამემკვიდრო წილად+ და სუქოთის ველს გადავზომავ.+   ჩემია გალაადი და ჩემია მენაშე,+ ეფრემი ჩემი თავკაცის სიმაგრეა, იუდა ჩემი მთავრის კვერთხია.+   მოაბი ჩემი დასაბანი ჭურჭელია.+ ედომზე მოვისვრი ჩემს სანდალს.+ გამარჯვების ყიჟინას დავცემ ფილისტიმს“.+   ვინ მიმიყვანს ალყაშემორტყმულ ქალაქამდე?+ ვინ წამიძღვება ედომამდე?+ 10  განა შენ არ მიგვაგდე, ღმერთო,+ და აღარ მიუძღვები ჩვენს ჯარს, როგორც ღმერთი?!+ 11  დაგვეხმარე გასაჭირში,+ რადგან ფუჭია ხსნა ადამიანისგან.+ 12  ღვთისგან მივიღებთ მაცოცხლებელ ძალას+ და ის გათელავს ჩვენს მოწინააღმდეგეებს.+

სქოლიოები