წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 6:1—10

ხელმძღვანელს: დაბალხმიანი სიმებიანი საკრავების თანხლებით.+ დავითის სიმღერა 6  იეჰოვა, შენი რისხვით ნუ შემაგონებ+ და შენი მრისხანებით ნუ დამსჯი.+   წყალობა მიყავი, იეჰოვა, რადგან დავილიე.+ განმკურნე,+ იეჰოვა, ვინაიდან შემეძრა ძვლები.   დიდად შემეძრა სული.+ შენ კი, იეჰოვა — როდემდე?+   დაბრუნდი,+ იეჰოვა, იხსენი ჩემი სული;+ მიხსენი შენი სიკეთის* გამო;+   რადგან არ არის სიკვდილში შენი ხსენება;+ ვინ შეგასხამს ხოტბას სამარეში*?+   დამქანცა ოხვრამ;+ მთელი ღამე ცრემლით ვასველებ საწოლს,+ ცრემლები იღვრება ჩემი ტახტიდან.+   მწუხარებისგან თვალი დამისუსტდა,+ დამიბერდა ჩემი მტრების გამო.+   მომშორდით სიავის მქნელნო,+ რადგან მოისმენს იეჰოვა ჩემს მოთქმას.+   მომისმენს იეჰოვა, როცა წყალობას ვთხოვ;+ მიიღებს იეჰოვა ჩემს ლოცვას.+ 10  ძლიერ შერცხვება+ და შეშფოთდება ყველა ჩემი მტერი, უკან დაიხევენ და მყისვე შერცხვებიან.+

სქოლიოები

იხილეთ 5:7-ის სქოლიო.
ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.