არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფს. 59:1—17

გუნდის ხელმძღვანელს. „ნუ დააქცევ“. დავითის ფსალმუნი. მიქთამი. როცა საულმა კაცები გაგზავნა დავითის სახლის სათვალთვალოდ, მის მოსაკლავად+ 59  მიხსენი ჩემი მტრებისგან, ჩემო ღმერთო!+ დამიცავი მათგან, ვინც ჩემ წინააღმდეგ აღსდგა.+   მიხსენი სიავის მქნელთაგან+ და გადამარჩინე სისხლისმღვრელთაგან.   აი, ჩაუსაფრდნენ ჩემს სულს;+ ძლიერები თავს მესხმიან,+ თუმცა არც ურჩი ვყოფილვარ, იეჰოვა, და არც ცოდვა ჩამიდენია.+   თუმცა არაფერი დამიშავებია, მორბიან და ემზადებიან.+ აღსდექ, როცა მოგიხმობ, და დაინახე!+   ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა, ისრაელის ღმერთი ხარ შენ!+ გამოიღვიძე, რომ განიკითხო ხალხები.+ წყალობას ნუ უყოფ სიავის მქნელებს, მოღალატეებს.+ სელა.   საღამო ხანს ბრუნდებიან,+ ძაღლივით ყეფენ+ და ქალაქში დაძრწიან.+   აი, პირით ბოროტ სიტყვებს ანთხევენ,+ მახვილები აქვთ ბაგეებზე,+ მაგრამ ვინ ისმენს?+   შენ კი, იეჰოვა, დასცინებ მათ;+ მასხრად აიგდებ ხალხებს.+   ჩემო ძალავ, შენ შემოგყურებ;+ ღმერთია ჩემი თავშესაფარი მაღლობზე.+ 10  შემომეგებება ღმერთი, რომელიც სიკეთეს* ავლენს ჩემდამი;+ ღვთის წყალობით ჩემს მტრებს ზემოდან დავუწყებ ყურებას.+ 11  ნუ დახოცავ მათ, რათა ჩემმა ხალხმა არ დაივიწყოს.+ ახეტიალე შენი ძალით+ და დაამხვე ისინი, ჩვენო ფარო, იეჰოვა,+ 12  მათი პირით ჩადენილი ცოდვის, მათი ბაგეებით ნათქვამი სიტყვის გამო.+ თავიანთ სიამაყეში იქნენ გამოჭერილნი+ იმ წყევლისა და მზაკვრობის გამო, რომელსაც იმეორებენ. 13  რისხვით მოუღე მათ ბოლო;+ ბოლო მოუღე, რომ მოისპონ. გაიგონ დედამიწის კიდით კიდემდე, რომ ღმერთი მმართველობს იაკობში.+ სელა. 14  დაბრუნდნენ საღამო ხანს, ძაღლივით ყეფდნენ და ქალაქში დაძრწოდნენ.+ 15  იხეტიალონ საჭმლის საძებნელად,+ ვერ გაძღნენ და არ ჰქონდეთ ღამის გასათევი.+ 16  მე კი შენს ძალას ვუმღერებ,+ დილით სიხარულით ვილაპარაკებ შენს სიკეთეზე,+ რადგან შენ ჩემი თავშესაფარი ხარ მაღლობზე,+ სადაც გამოვრბივარ გასაჭირში.+ 17  ჩემო ძალავ, შენ გიმღერებ ქებას,+ რადგან ღმერთია ჩემი თავშესაფარი მაღლობზე, ღმერთი, რომელიც სიკეთეს ავლენს ჩემდამი.+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს. ამ ფსალმუნში ეს სიტყვა ყველგან სიკეთედ არის ნათარგმნი.