წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 58:1—11

გუნდის ხელმძღვანელს. „ნუ დააქცევ“. დავითის ფსალმუნი. მიქთამი 58  როცა სდუმხართ, როგორ ილაპარაკებთ სიმართლეს?+ შეგიძლიათ სიმართლით გაასამართლოთ, ადამიანთა ძეებო?+   მით უმეტეს, როცა გულით სჩადიხართ უმართლობას დედამიწაზე+ და თქვენივე ხელებს ძალადობისთვის უმზადებთ გზას.+   ბოროტები საშვილოსნოდანვე უკუღმართები+ და მუცლიდანვე გზასაცდენილები არიან, სიცრუეს ლაპარაკობენ.+   მათი შხამი გველის შხამივითაა,+ ყრუები არიან კობრასავით, რომელიც სმენას იხშობს,+   რათა არ მოისმინოს მომნუსხველთა ხმა,+ თუნდაც დახელოვნებული მომნუსხველისა.+   ღმერთო, კბილები ჩაუმტვრიე მათ პირში.+ იეჰოვა, ყბები ჩაულეწე ფაფრიან ლომებს.   ისე დაიშალონ, თითქოს გამდინარე წყალმა დაშალაო.+ მშვილდი მოზიდოს ღმერთმა ისრების სასროლად მათი დაცემის დროს.+   ისინი დახოხავენ ლოკოკინასავით, რომელიც დნება. ქალის მუცელს მოწყვეტილივით ვერ იხილავენ მზეს.+   სანამ თქვენი ქოთნები ცეცხლმოკიდებული მაყვლის ბუჩქის+ სიმხურვალეს შეიგრძნობს, ის ქარიშხალივით წახვეტს მათ, ნედლსაც და ცეცხლმოკიდებულსაც.+ 10  გაიხარებს მართალი, რადგან იხილა შურისძიება.+ ბოროტის სისხლში დაიბანს ფეხებს.+ 11  იტყვის ხალხი:+ „მოიწია მართლის ნაყოფი.+ ნამდვილად არსებობს ღმერთი, დედამიწის გამსამართლებელი“.+

სქოლიოები