წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 57:1—11

გუნდის ხელმძღვანელს. „ნუ დააქცევ“. დავითის ფსალმუნი. მიქთამი. როცა დავითი საულს გამოქვაბულში გაექცა+ 57  წყალობა მიყავი, ღმერთო, წყალობა მიყავი,+ რადგან შენ შეგაფარა თავი ჩემმა სულმა;+ შენი ფრთების ჩრდილქვეშ ვაფარებ თავს, ვიდრე უბედურება გადაივლიდეს.+   მოვუხმობ უზენაეს ღმერთს, ჭეშმარიტ ღმერთს, რომელიც ჩემ გამო ბოლოს მოუღებს მას.+   შველას გამომიგზავნის ზეციდან და გადამარჩენს.+ დააბნევს მას, ვინც პირს მტაცებს.+ სელა. ღმერთი გამომიგზავნის თავის სიკეთესა* და ჭეშმარიტებას.+   ჩემი სული ლომებს შორისაა მოქცეული.+ ვწევარ შთამნთქმელთა შორის, ადამიანთა ძეებს შორის, რომლებსაც კბილები შუბებივით და ისრებივით აქვთ,+ ენა კი — ბასრი მახვილივით.+   ღმერთო, განდიდდი ზეცაზე მაღლა!+ მთელ დედამიწაზე იყოს შენი დიდება!+   ბადე გაამზადეს ჩემი ტერფებისთვის,+ მოიდრიკა ჩემი სული.+ ორმო გამითხარეს დასაჭერად და თვითონ ჩაცვივდნენ შიგ.+ სელა.   მტკიცეა ჩემი გული, ღმერთო,+ მტკიცეა ჩემი გული. გიმღერებ და ხოტბას შეგასხამ.+   გამოიღვიძე, ჩემო დიდებავ!+ გამოიღვიძე, სიმებიანო საკრავო და შენც, ქნარო!+ გამოვაღვიძებ განთიადს.   ხალხებში შეგასხამ ხოტბას, იეჰოვა,+ ქებას გიმღერებ ერებში!+ 10  შენი სიკეთე ზეცას სწვდება+ და შენი ჭეშმარიტება — ღრუბლებს.+ 11  ღმერთო, განდიდდი ზეცაზე მაღლა!+ მთელ დედამიწაზე იყოს შენი დიდება!

სქოლიოები

იხილეთ 42:8-ის სქოლიო.