წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 56:1—13

გუნდის ხელმძღვანელს: „შორს მყოფთა შორის მდუმარე მტრედი“. დავითის ფსალმუნი. მიქთამი. როცა ფილისტიმელებმა შეიპყრეს იგი გათში+ 56  წყალობა მიყავი, ღმერთო, რადგან პირი მტაცა მოკვდავმა კაცმა.+ მთელი დღე მებრძვის და მჩაგრავს.+   ჩემი მტრები მთელი დღე იმას ცდილობენ, რომ პირი მტაცონ,+ ბევრნი არიან და ქედმაღლურად მებრძვიან.+   რა დღესაც შემეშინდება, შენ მოგენდობი.+   ღმერთზე მინდობილი ხოტბას შევასხამ მის სიტყვას.+ ღმერთზე ვამყარებ იმედს, არ შევშინდები.+ რას მიზამს ხორციელი?+   მთელი დღე საქმეს მიფუჭებენ, ყველა მათი ფიქრი ჩემ საზიანოდ არის მიმართული.+   თავს მესხმიან, იმალებიან,+ ჩემს ყოველ ნაბიჯს აკვირდებიან+ ჩემს სულს დადარაჯებულნი.+   მიაგდე ისინი, რადგან სიავეს სჩადიან,+ რისხვით დაამხვე ხალხები, ღმერთო!+   ჩაწერილი გაქვს ჩემი ხეტიალის ამბავი.+ შეაგროვე ჩემი ცრემლები შენს ტიკში!+ განა შენს წიგნში არ არის ისინი?!+   გაბრუნდებიან ჩემი მტრები, რა დღესაც მოგიხმობ.+ კარგად ვიცი, რომ ღმერთია ჩემთან.+ 10  ღმერთზე მინდობილი+ ხოტბას შევასხამ მის სიტყვას; იეჰოვაზე მინდობილი ხოტბას შევასხამ მის სიტყვას.+ 11  ღმერთზე ვამყარებ იმედს, არ შევშინდები.+ რას მიზამს ადამიანი?+ 12  ღმერთო, შენთან დადებული აღთქმები მაქვს დაკისრებული.+ სამადლობელს აღგივლენ.+ 13  შენ იხსენი სიკვდილისგან ჩემი სული...+ განა შენ არ იხსენი ჩემი ფეხი წაბორძიკებისგან,+ რათა ცოცხალთა ნათელში მევლო ღვთის წინაშე?!+

სქოლიოები