წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 55:1—23

ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით. მასქილი. დავითის ფსალმუნი 55  ყური მოაპყარი, ღმერთო, ჩემს ლოცვას,+ ნუ დამემალები, როცა წყალობას გთხოვ.+   მომხედე და მიპასუხე.+ მოსვენებას არ მაძლევს ჩემი საწუხარი+ და განუწყვეტლივ ვშფოთავ   მტრის ხმაზე, ბოროტისგან შევიწროებული;+ ვინაიდან ისინი სიავეს მატეხენ თავს,+ მირისხდებიან და მტრობა აქვთ გულში.+   მწარედ მტკივა გული+ და სიკვდილის შიშით ვარ შეპყრობილი.+   შიშმა, კანკალმა ამიტანა+ და ავთრთოლდი.   ვამბობ: „ნეტავ მტრედივით მეც მქონდეს ფრთები!+ გავფრინდებოდი და სადმე დავმკვიდრდებოდი.+   შორს გადავიხვეწებოდი+ და უდაბნოში დავიდებდი ბინას...+ სელა...   ვიჩქარებდი, რომ მომენახა თავშესაფარი ძლიერი ქარისგან, ქარიშხლისგან“.+   იეჰოვა, აურიე და დაყავი მათი ენები,+ რადგან ძალადობა და დავა ვიხილე ამ ქალაქში.+ 10  დღედაღამ დადიან მის გალავანზე;+ სიავე და გასაჭირია იქ.+ 11  უბედურებაა იქ; ჩაგვრა და მზაკვრობა არ სცილდება მის მოედნებს.+ 12  მტერს რომ მოეყენებინა ჩემთვის შეურაცხყოფა,+ ავიტანდი. მოძულე რომ გამმედიდურებოდა,+ დავემალებოდი,+ 13  მაგრამ ეს შენ იყავი, მოკვდავი ადამიანი, ჩემი თანასწორი,+ ჩემი ნაცნობი და ახლობელი.+ 14  ერთმანეთთან ახლო ურთიერთობით ვხარობდით,+ ღვთის სახლში ხალხთან ერთად დავდიოდით.+ 15  გაპარტახდნენ ისინი!+ ცოცხლად ჩავიდნენ სამარეში*,+ რადგან ბოროტება ბუდობდა მათში მათი ხიზნობის დროს.+ 16  მე კი ღმერთს მოვუხმობ,+ იეჰოვა დამიხსნის.+ 17  დილას, საღამოს თუ შუადღისას განუწყვეტლივ ვწუხვარ, ვკვნესი,+ და მას ესმის ჩემი ხმა.+ 18  ის გამოისყიდის ჩემს სულს ჩემ წინააღმდეგ მებრძოლთაგან და სიმშვიდეში ამყოფებს მას,+ რადგან ბევრი გამოვიდა ჩემ წინააღმდეგ.+ 19  მოისმენს და პასუხს გასცემს მათ ღმერთი,+ ის, ვინც კვლავინდებურად ტახტზე ზის...+ სელა... მათ, ვინც არ იცვლება+ და ღვთისა არ ეშინია.+ 20  გაიწოდა ამ კაცმა ხელი მათ წინააღმდეგ, ვისაც მასთან მშვიდობა ჰქონდა.+ მან შებღალა თავისი შეთანხმება.+ 21  კარაქზე რბილია მისი პირიდან გამოსული სიტყვები,+ მაგრამ გული ბრძოლისკენ მიუწევს;+ ზეთზეც რბილია მისი სიტყვები,+ მაგრამ მომარჯვებული ხმლებივითაა.+ 22  იეჰოვას მიანდე* შენი ტვირთი+ და ის ამოგიდგება მხარში,+ ის არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას.+ 23  ღმერთო, შენ ჩაყრი მათ ყველაზე ღრმა ორმოში.+ სისხლისმღვრელები და მზაკვრები თავიანთი სიცოცხლის ნახევარსაც ვერ გალევენ,+ მე კი შენზე ვიქნები მონდობილი.+

სქოლიოები

იხილეთ 49:14-ის სქოლიო.
ანუ გადაეცი.