წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 54:1—7

ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით. მასქილი. დავითის ფსალმუნი. როცა ზიფელები მივიდნენ საულთან და უთხრეს: „განა არ იცი, რომ ჩვენთან იმალება დავითი?!“+ 54  ღმერთო, მიხსენი შენი სახელით+ და შენი ძლევამოსილებით გამომესარჩლე.+   ღმერთო, ისმინე ჩემი ლოცვა,+ ყური მოაპყარი ჩემი პირიდან გამოსულ სიტყვებს,+   რადგან უცხონი აღმიდგნენ და სასტიკნი ეძებენ ჩემს სულს.+ თვალწინ არ უდგათ ღმერთი.+ სელა.   აი, ღმერთია ჩემი შემწე.+ იეჰოვა არის ჩემი სულის განმამტკიცებლებთან.   ბოროტების საზღაურს მიაგებს ის ჩემს მტრებს.+ შენი ჭეშმარიტებით დაადუმე ისინი.+   მზადყოფნით შემოგწირავ მსხვერპლს.+ ხოტბას შევასხამ შენს სახელს, იეჰოვა, რადგან კარგია იგი.+   ყველა გასაჭირიდან დამიხსნა მან;+ ზემოდან დავყურებ ჩემს მტრებს.+

სქოლიოები