არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

აირჩიეთ ენა ქართული

ფს. 53:1—6

გუნდის ხელმძღვანელს: მახალათი*.+ მასქილი. დავითის ფსალმუნი 53  უგუნური გულში ამბობს:„არ არსებობს იეჰოვა“.+უკეთურად და საძაგლად იქცევიან თავიანთი უმართლობით;+არავინ არის კარგის მკეთებელი.+   ღმერთი კი ზეციდან გადმოჰყურებს ადამიანის ძეებს,+რომ დაინახოს, ვისა აქვს წვდომის უნარი და ვინ ეძებს იეჰოვას.+   ყველამ გადაუხვია გზიდან, ყველა ერთიანად გაირყვნა;+არავინ აკეთებს სიკეთეს,+არავინ.   ნუთუ ვერც ერთმა სიავის მქნელმა ვერ მიიღო ცოდნა,+პურივით რომ ჭამენ ჩემს ხალხს?!+მათ არ მოუხმეს იეჰოვას.+   ძლიერ შეშინდნენ,+თუმცა საშიში არაფერი იყო;+ღმერთი გაფანტავს შენ წინააღმდეგ დაბანაკებულთა ძვლებს.+შენ შეარცხვენ მათ, რადგან თავად იეჰოვამ უარყო ისინი.+   ნეტავ სიონიდან მოვიდოდეს ისრაელის დიდებული ხსნა!+გაიხაროს იაკობმა და იმხიარულოს ისრაელმა,+როცა იეჰოვა დააბრუნებს ტყვეებს თავისი ხალხიდან!+

სქოლიოები

ებრაული გამოთქმა, შესაძლოა იყოს მუსიკალური ტერმინი.