წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 52:1—9

გუნდის ხელმძღვანელს. მასქილი. დავითის ფსალმუნი. როცა დოეგ ედომელი მივიდა საულთან და უთხრა, რომ დავითი ახიმელექის სახლში იყო მისული+ 52  რატომ იკვეხნი ბოროტებით, ძლევამოსილო?+ ღვთის სიკეთე* მთელი დღე ვლინდება.+   უბედურებას იზრახავ ენით, სამართებელივით გაქვს გალესილი+ და ცბიერულად ხმარობ.+   სიკეთეზე მეტად ბოროტება გიყვარს+ და სიმართლის ლაპარაკზე მეტად — სიცრუე.+ სელა.   შენ გიყვარს გამანადგურებელი სიტყვები,+ ცბიერო ენავ.+   ღმერთი დაგანარცხებს სამუდამოდ;+ ძირს დაგაგდებს და მოგაშორებს შენს კარავს;+ ამოგძირკვავს ცოცხლების ქვეყნიდან.+ სელა.   მართლები დაინახავენ ამას, შეეშინდებათ+ და გაიცინებენ მასზე.+   ასეთი კაცი ღმერთს არ თვლის თავის სიმაგრედ,+ არამედ თავისი სიმდიდრის სიუხვეზე ამყარებს იმედს;+ სხვისი გაუბედურებაა მისი თავშესაფარი.+   მე კი ფოთოლხშირი ზეთისხილის ხესავით+ ვიქნები ღვთის სახლში. ღვთის სიკეთეზე დავამყარებ იმედს მარადიულად, სამუდამოდ.+   მარადიულად შეგასხამ ხოტბას შენი საქმეებისთვის.+ შენს ერთგულთა თვალწინ იმედს დავამყარებ შენს სახელზე, რადგან კარგია იგი.+

სქოლიოები

იხილეთ 42:8-ის სქოლიო.