წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 51:1—19

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა. როცა ნათან წინასწარმეტყველი მივიდა მასთან მას შემდეგ, რაც დავითი ბეთ-შებასთან+ დაწვა 51  წყალობა მიყავი, ღმერთო, შენი სიკეთით*.+ შენი წყალობის სიუხვით წარხოცე ჩემი ცოდვები.+   მთლიანად ჩამომრეცხე დანაშაული+ და განმწმინდე ჩემი ცოდვისგან,+   რადგან ვიცი ჩემი დანაშაული+ და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას.+   შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე,+ ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში;+ ამიტომ მართალი ხარ, როცა ლაპარაკობ,+ და სამართლიანი ხარ, როცა ასამართლებ.+   აი, დანაშაულში დავიბადე მშობიარობის ტკივილებით+ და ცოდვაში ჩავესახე დედაჩემს.+   შენ გსიამოვნებს ჭეშმარიტების დანახვა ადამიანის გულში;+ ღრმად ჩადე ჩემში სიბრძნე.+   უსუპით განმწმინდე ცოდვისგან, რათა სუფთა ვიყო;+ განმბანე, რათა თოვლზე მეტად გავთეთრდე.+   გამაგონე სიხარულისა და მხიარულების ხმა,+ რათა გაიხარონ შენ მიერ შემუსვრილმა ძვლებმა.+   ჩემი ცოდვებისგან დაფარე შენი სახე+ და წარხოცე ყველა ჩემი დანაშაული.+ 10  სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო,+ და ახალი, მტკიცე სული ჩამიდგი.+ 11  თავიდან ნუ მომიშორებ+ და შენს წმინდა სულს ნუ წამართმევ.+ 12  დამიბრუნე სიხარული შენგან ხსნით+ და გამამაგრე მზადყოფნის სულით.+ 13  შენს გზებს ვასწავლი შემცოდველებს,+ რათა დაგიბრუნდნენ ცოდვილები.+ 14  მიხსენი სისხლის ღვრისაგან,+ ღმერთო, ჩემი ხსნის ღმერთო,+ რათა ჩემმა ენამ სიხარულით ილაპარაკოს შენს სიმართლეზე.+ 15  იეჰოვა, ბაგე გამიხსენი,+ რათა გაქოს ჩემმა პირმა.+ 16  მსხვერპლი არ გსიამოვნებს, თორემ შემოგწირავდი;+ არ გსიამოვნებს მთლიანად დასაწვავი შესაწირავი.+ 17  ღვთისთვის მსხვერპლი დამწუხრებული სულია;+ მოდრეკილ და განადგურებულ გულს ნუ უგულებელყოფ, ღმერთო.+ 18  შენი სიკეთით მოეპყარი სიონს,+ ააშენე იერუსალიმის გალავანი.+ 19  მაშინ სიამოვნებას მოგანიჭებს სიმართლის მსხვერპლი,+ დასაწვავი მსხვერპლი და მთლიანად დასაწვავი შესაწირავი;+ მაშინ მოიტანენ მსხვერპლად ხარებს შენს სამსხვერპლოზე.+

სქოლიოები

იხილეთ 42:8-ის სქოლიო.