წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 50:1—23

ასაფის+ სიმღერა 50  ძლევამოსილი,+ ღმერთი, იეჰოვა+ ლაპარაკობს;+ ის უხმობს დედამიწას+ მზის ამოსავლიდან მის ჩასავლამდე.+   სიონიდან — სრულყოფილი მშვენებიდან+ — გამოანათა ღმერთმა.+   მოვა ჩვენი ღმერთი და ვერ დადუმდება.+ შთამნთქმელი ცეცხლია მის წინაშე+ და ქარიშხალია მის გარშემო.+   ის უხმობს ზევით ზეცას და ქვევით მიწას,+ რათა სამართალი გაუჩინოს თავის ხალხს:+   „ჩემთან შეგროვდით, ჩემო ერთგულნო,+ რომლებიც მსხვერპლის წყალობით დებთ შეთანხმებას“.+   ზეცა აცხადებს მის სიმართლეს,+ რადგან ღმერთია მოსამართლე.+ სელა.   „მომისმინე, ჩემო ხალხო, და გეტყვი,+ შენ წინააღმდეგ დავამოწმებ, ისრაელო.+ მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი.+   არც მსხვერპლის გამო შეგაგონებ+ და არც მთლიანად დასაწვავი შესაწირავის გამო, რომელიც მუდამ ჩემ წინაშეა.+   არ წამოვიყვან შენი სახლიდან ხარს,+ არც შენი ფარეხებიდან — ვაცებს, 10  რადგან ჩემია ტყის ყველა გარეული ცხოველი+ და ყოველი პირუტყვი ათასობით მთაზე.+ 11  კარგად ვიცი მთის ყველა ფრინველი+ და ველის ცხოველთა ჯოგები ჩემია.+ 12  რომც მომშიებოდა, შენ არ გეტყოდი, რადგან ჩემია ნაყოფიერი მიწა+ და ყველაფერი, რაც მასზეა.+ 13  განა შევჭამ ძლიერი ხარების ხორცს+ და ვაცების სისხლს შევსვამ?!+ 14  მსხვერპლად მადლობა შესწირე ღმერთს+ და აღთქმები შეუსრულე უზენაესს.+ 15  მომიხმე გაჭირვების დღეს;+ გადაგარჩენ და შენ განმადიდებ“.+ 16  ბოროტს კი ღმერთი ეტყვის:+ „ვინ მოგცა იმის უფლება, რომ დაითვალო ჩემი წესები+ და შენი პირით ილაპარაკო ჩემს შეთანხმებაზე?+ 17  შენ გძულს დარიგება;+ ბანზე მიგდებ სიტყვებს*.+ 18  ქურდის დანახვა გსიამოვნებს+ და მრუშებთან გაქვს წილი.+ 19  პირიდან ბოროტება ამოგდის+ და მზაკვრობა გაქვს ენაზე.+ 20  ზიხარ და საკუთარი ძმის წინააღმდეგ ლაპარაკობ,+ დედაშენის შვილს ცილს სწამებ.+ 21  ამ ყველაფერს აკეთებდი, მე კი ვდუმდი.+ გეგონა, შენ დაგემსგავსებოდი.+ შეგაგონებ+ და თვალწინ გადაგიშლი ყველაფერს.+ 22  გთხოვთ, შეიგნეთ ეს, ღვთის დამვიწყებლებო,+ რათა ნაფლეთებად არ გაქციოთ; მაშინ ვერავინ გიშველით.+ 23  ვინც მსხვერპლად მადლობას მწირავს, ისაა ჩემი განმადიდებელი.+ ვინც სწორ გზას ადგას, მას ვუჩვენებ ღვთისგან ხსნას“.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — შენ უკან აგდებ ჩემს სიტყვებს.