არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 5:1—12

ხელმძღვანელს: ნეხილას* თანხლებით. დავითის სიმღერა 5  ო, იეჰოვა, ყური მოაპყარი+ ჩემს სიტყვებს, გაიგე ჩემი ოხვრა.   ყურადღება მოაქციე ჩემს ღაღადს, როცა შველას გთხოვ,+ ჩემო მეფეო+ და ჩემო ღმერთო, რადგან შენ მოგმართავ ლოცვით.+   დილით მოისმენ ჩემს ხმას, იეჰოვა,+ დილით მოგმართავ და ვიფხიზლებ.+   შენ არა ხარ სიბოროტის+ მოყვარული ღმერთი; ვერასოდეს დამკვიდრდება შენთან ბოროტი.+   ვერ დადგება მკვეხარა შენ თვალწინ;+ შენ გძულს ყველა, ვინც სიავეს სჩადის.+   შენ მოსპობ მას, ვინც სიცრუეს ლაპარაკობს.+ სისხლისმღვრელი+ და მზაკვარი+ სძულს იეჰოვას.   შენი უსაზღვრო სიკეთის*+ გამო მოვალ შენს სახლში+ და შენდამი შიშით დავემხობი შენი წმინდა ტაძრის წინ.+   იეჰოვა, შენი სიმართლით წამიძეხი,+ რადგან მტერი მახვევია გარს.+ გაასწორე შენი გზა ჩემ წინაშე.+   მათი პირიდან საიმედო არაფერი გამოდის;+ მათი შიგნეული უბედურებით არის სავსე;+ მათი ყელი ღია სამარხია+ და ენით პირფერობენ.+ 10  ღმერთი დაადანაშაულებს+ მათ და დაეცემიან თავიანთი ზრახვების გამო;+ გაიფანტებიან თავიანთი უამრავი ცოდვის გამო,+ რადგან გეურჩნენ.+ 11  ყველა, ვინც თავს გაფარებს, გაიხარებს+ და მარადიულად სიხარულით იყიჟინებს.+ შენ ჩაკეტავ მათთან მისასვლელს. შენი სახელის მოყვარულები შენით გაიხარებენ.+ 12  შენ თავად აკურთხებ ყველა მართალს,+ იეჰოვა; როგორც დიდი ფარით,+ ისე დაიფარავ მათ შენი კეთილგანწყობით.+

სქოლიოები

ებრაული სიტყვის მნიშვნელობა გაურკვეველია. ეს შეიძლება იყოს სასულე საკრავის სახელწოდება ან მელოდიის განმსაზღვრელი სიტყვა.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.