წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 49:1—20

გუნდის ხელმძღვანელს. კორახის+ ძეების ფსალმუნი. სიმღერა 49  ისმინეთ, ხალხნო! ყური დაუგდეთ, ქვეყნიერების მკვიდრნო,+   ადამიანთა ძეებო, კაცის ძეებო, მდიდრებო და ღარიბებო.+   ჩემი ბაგე სიბრძნეს ილაპარაკებს,+ ჩემი გულის ფიქრებში გაგების უნარი გამოვლინდება.+   ყურს მივაპყრობ იგავს+ და ქნარზე ავხსნი ჩემს გამოცანას.+   რატომღა უნდა მეშინოდეს შავი დღეებისა,+ როცა გარს შემომხვევია ჩემი შემავიწროებლების დანაშაული?+   მათგან, ვინც თავის ქონებაზეა დაიმედებული+ და ვინც თავისი სიმდიდრით იკვეხნის,+   ვერც ერთი ვერ გამოისყიდის თავის ძმას,+ ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს,   (მათი სულის გამოსასყიდი იმდენად დიდია,+ რომ სამუდამოდ გადაუხდელი რჩება),   რათა მან მარადიულად იცოცხლოს და საფლავი* არ იხილოს.+ 10  ის ხედავს, რომ ბრძენებიც კი იხოცებიან,+ სულელნიც და უგუნურნიც ერთად იღუპებიან,+ და თავიანთ ქონებას სხვებს უტოვებენ.+ 11  გულით სწადიათ, რომ მათი სახლები მარადიულად იდგეს,+ და მათი კარვები — თაობიდან თაობამდე;+ თავიანთ სახელებს არქმევენ საკუთარ მამულებს.+ 12  მაგრამ ადამიანი, თუნდაც პატივდებული, დიდხანს ვერ იცოცხლებს,+ მკვდარ პირუტყვს დაემსგავსება.+ 13  ასეთია სულელების გზაც+ და მათ შემდეგ მომავალთა გზაც, რომლებსაც მათი ნათქვამი სიამოვნებთ. სელა. 14  ცხვრებივით სამარისთვის* არიან განწირულნი,+ სიკვდილი დამწყემსავს მათ,+ დილით მართლები დაიმორჩილებენ მათ,+ და გაქრება მათი კვალი.+ აღმატებული სამყოფლის ნაცვლად სამარეში დამკვიდრდება თითოეული.+ 15  ჩემს სულს* კი თავად ღმერთი გამოისყიდის სამარის ხელიდან,+ ის მიმიღებს მე. სელა. 16  ნუ შეშინდები, თუ ვინმე სიმდიდრეს იძენს,+ თუ მისი სახლი დიდებით ივსება,+ 17  რადგან სიკვდილის დროს ვერაფერს წაიღებს,+ თან არ გაჰყვება დიდება.+ 18  მთელი სიცოცხლე საკუთარ სულს აკურთხებდა.+ (ხალხი ხოტბას შეგასხამს, რადგან კარგს არ აკლებ საკუთარ თავს).+ 19  საბოლოოდ მისი სული მხოლოდ იქამდე მივა, სადაც მისი წინაპრების თაობაა.+ ვეღარ იხილავენ სინათლეს.+ 20  ადამიანი, თუნდაც პატივდებული, რომელსაც გაგების უნარი არა აქვს,+ მკვდარ პირუტყვს დაემსგავსება.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — ორმო.
ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.