წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 48:1—14

კორახის ძეების+ ფსალმუნი, სიმღერა 48  დიდებულია იეჰოვა და დიდად საქები+ ჩვენი ღვთის ქალაქში,+ მის წმინდა მთაზე.+   მშვენიერია სიონის მთა თავისი სიმაღლით, მთელი დედამიწის სიხარულია ის+ შორეულ ჩრდილოეთში,+ დიდი მეფის ქალაქი.+   მის საცხოვრებელ კოშკებში ღმერთი ცნობილი გახდა როგორც თავშესაფარი მაღლობზე.+   აი, ერთმანეთს შეხვდნენ მეფეები შეთანხმებისამებრ+ და ერთად ჩაიარეს.+   მათ იხილეს და გაოცდნენ. შეშფოთდნენ და თავზარდაცემულები გაიქცნენ.+   კანკალმა აიტანა ისინი+ და მშობიარე ქალივით შეიპყრო მშობიარობის ტკივილებმა.+   აღმოსავლეთის ქარით ამსხვრევ თარშიშის ხომალდებს.+   რაც მოვისმინეთ, ის ვიხილეთ+ ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ქალაქში, ჩვენი ღვთის ქალაქში.+ ღმერთი მარადიულად განამტკიცებს მას.+ სელა.   შენს სიკეთეზე*+ ვფიქრობთ, ღმერთო, შენს ტაძარში.+ 10  შენი ქება, ღმერთო, შენი სახელივით+ სწვდება დედამიწის კიდეებს. შენი მარჯვენა სიმართლით არის სავსე.+ 11  იხაროს სიონის მთამ+ და იმხიარულონ იუდას პატარა ქალაქებმა+ შენი სამართლით.+ 12  გარს შემოუარეთ სიონს და მოიარეთ იგი,+ დათვალეთ მისი კოშკები.+ 13  დააკვირდით მის მიწაყრილებს,+ დაათვალიერეთ მისი საცხოვრებელი კოშკები, რათა მოუყვეთ მომავალ თაობას.+ 14  ეს ღმერთი ჩვენი ღმერთია მარადიულად, სამუდამოდ.+ ის წაგვიძღვება, სანამ მოვკვდებით.+

სქოლიოები

იხილეთ 42:8-ის სქოლიო.