წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 47:1—9

გუნდის ხელმძღვანელს. კორახის ძეების ფსალმუნი. სიმღერა 47  ტაში შემოჰკარით, ხალხებო!+ სიხარულით შეჰყიჟინეთ ღმერთს მხიარული შეძახილებით;+   ვინაიდან შიშის მომგვრელია იეჰოვა, უზენაესი,+ მთელი დედამიწის დიდებული მეფე.+   ის დაგვიმორჩილებს ხალხებს+ და ფეხქვეშ გაგვიგებს ერებს.+   ამოგვირჩევს მემკვიდრეობას,+ სიამაყეს იაკობისას, რომელიც მან შეიყვარა.+ სელა.   მხიარული შეძახილით მოდის ღმერთი,+ ბუკის ხმით მოდის იეჰოვა.+   ქება უმღერეთ ღმერთს, ქება უმღერეთ!+ ქება უმღერეთ ჩვენს მეფეს, ქება უმღერეთ!   ღმერთია მთელი დედამიწის მეფე,+ ქება უმღერეთ მას და გონივრულად მოიქეცით.+   ღმერთი გამეფდა ხალხებზე,+ ღმერთი დაჯდა თავის წმინდა ტახტზე.+   შეიკრიბა წარჩინებული ხალხი+ აბრაამის ღვთის ხალხთან ერთად.+ ღმერთს ეკუთვნის დედამიწის ყველა ფარი*,+ იგი ამაღლებულია დიდად.+

სქოლიოები

შესაძლოა იგულისხმებოდეს ხალხის მმართველები ან მფარველები.