წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 45:1—17

გუნდის ხელმძღვანელს: „შროშნები“. კორახის ძეების ფსალმუნი. მასქილი. სიმღერა საყვარელ ქალთათვის 45  გული კარგი საქმისკენ მეწევა.+ ვამბობ: „ჩემი საქმეები მეფეს ეძღვნება“.+ დახელოვნებული გადამწერის+ კალამივით+ იყოს ჩემი ენა.   ადამიანის ძეებზე მშვენიერი ხარ.+ მშვენებაა გადმოღვრილი შენს ბაგეებზე;+ ამიტომაც გაკურთხა ღმერთმა სამარადისოდ.+   გვერდზე შეიბი მახვილი,+ ძლევამოსილო,+ შენი ღირსებითა და სიდიადით.+   წარმატებისკენ ისწრაფე შენი სიდიადით;+ ჭეშმარიტების, თავმდაბლობისა და სიმართლის გულისთვის ამხედრდი+ და შენი მარჯვენა გასწავლის შიშის მომგვრელ საქმეებს.+   შენი ბასრი ისრები მეფის მტრებს გულში ესობა;+ შენ ფეხქვეშ ეცემიან ხალხები.+   ღმერთია შენი ტახტი სამარადისოდ, სამუდამოდ.+ შენი სამეფოს კვერთხი სამართლიანობის კვერთხია.+   შენ გიყვარს სიმართლე+ და გძულს ბოროტება.+ ამიტომაც დიდი სიხარულის ზეთით+ გცხო+ ღმერთმა, შენმა ღმერთმა,+ შენს მოზიარეებზე მეტად.+   შენი ტანსაცმელი სმირნის, ალოესა და კასიის სურნელს აფრქვევს;+ სიმებიანი საკრავები გამხიარულებენ სპილოს ძვლის+ დიდებული სასახლიდან.   მეფეთა ასულები+ არიან შენი ძვირფასი ქალები. დედოფალი+ გიდგას მარჯვნივ, ოფირის ოქროთი შემოსილი.+ 10  ისმინე, ასულო, დაინახე და ყური მიაპყარი. დაივიწყე შენი ხალხი და მამაშენის სახლი.+ 11  მეფე ინატრებს შენს სილამაზეს,+ რადგან ის არის შენი ბატონი,+ მდაბლად თაყვანი ეცი მას.+ 12  ტვიროსის ასულიც იქ არის ძღვნით...+ მდიდარი ხალხი გულს მოგილბობს.+ 13  მეფის ასული დიდებით არის მოსილი მის სასახლეში,+ მისი ტანსაცმელი ოქროთია გაწყობილი. 14  ნაქსოვ სამოსელში გამოწყობილს მიიყვანენ მეფესთან.+ შენ წინაშე მოიყვანენ ქალწულებს, რომლებიც მხლებლებად მოჰყვებიან მას.+ 15  სიხარულითა და მხიარულებით მოგიყვანენ მათ, მეფის სასახლეში შევლენ ისინი. 16  შენი წინაპრების+ ადგილს შენი ვაჟები დაიკავებენ,+ რომლებსაც მთავრებად დანიშნავ მთელ დედამიწაზე.+ 17  შენს სახელს ვახსენებ თაობიდან თაობაში.+ ხოტბას შეგასხამს ხალხი მარადიულად, სამუდამოდ.

სქოლიოები