წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 44:1—26

გუნდის ხელმძღვანელს. კორახის ძეების+ ფსალმუნი. მასქილი 44  ღმერთო, ჩვენი ყურით მოვისმინეთ, ჩვენი წინაპრები გვიყვებოდნენ+ იმ საქმეებზე, შენ რომ მოიმოქმედე მათ დროს,+ დიდი ხნის წინათ.+   შენი ხელით აღგავე ხალხები,+ მათ ნაცვლად კი ისინი დარგე.+ შენ ანადგურებდი ერებს და დევნიდი მათ.+   თავიანთი მახვილით კი არ დაუფლებიან ქვეყანას+ და საკუთარი მკლავით კი არ მოუპოვებიათ ხსნა,+ არამედ შენი მარჯვენით, შენი მკლავითა+ და შენი სახის ნათელით, რადგან შენ მოიწონე ისინი.+   შენა ხარ ჩემი მეფე, ღმერთო.+ მიეცი დიდებული ხსნა იაკობს.+   შენით შევუტევთ მტრებს;+ შენი სახელით გავთელავთ მათ, ვინც ჩვენ წინააღმდეგ აღსდგა.+   ჩემს მშვილდზე არ ვყოფილვარ დაიმედებული+ და არც ჩემს მახვილს ვუხსნივარ.+   შენ გვიხსენი მტრებისგან+ და შენ შეარცხვინე ჩვენი მოძულეები.+   ღმერთს ვაქებთ მთელი დღე;+ მარადიულად შევასხამთ ხოტბას შენს სახელს.+ სელა.   ახლა კი მიგდებული გყავართ და გვამცირებ;+ არ მიუძღვები ჩვენს ლაშქარს.+ 10  უკუგვაქცევ მტრისგან,+ გვძარცვავენ ჩვენი მოძულეები.+ 11  შესაჭმელად გვიმეტებ, როგორც ცხვარს;+ ხალხებში გვფანტავ.+ 12  შენს ხალხს ჩალის ფასად ყიდი+ და მათი საფასური არ გამდიდრებს. 13  მეზობლებისგან შეურაცხყოფილი გაგვხადე,+ ირგვლივ მყოფთათვის — დასაცინი და მასხრად ასაგდები;+ 14  ხალხებისთვის სალაპარაკო გაგვხადე+ და ერებისთვის — თავის საქნევი.+ 15  მთელი დღე ჩემ წინაშეა ჩემი დამცირება, სახე სირცხვილმა დამიფარა+ 16  შეურაცხმყოფლისა და მგმობელის ხმის გამო, მტრისა და შურისმაძიებლის გამო.+ 17  ყოველივე ეს თავს დაგვატყდა, მაგრამ არ დაგვვიწყებიხარ+ და შენი შეთანხმებისთვის არ გვიღალატია.+ 18  ურწმუნოებით არ უკუქცეულა ჩვენი გული,+ არც ჩვენს ნაბიჯებს გადაუხვევია შენი ბილიკიდან.+ 19  შენ შეგვმუსრე ტურების თავშეყრის ადგილზე+ და უკუნეთით დაგვფარე.+ 20  თუ დავივიწყეთ ჩვენი ღვთის სახელი ან უცხო ღმერთებისკენ თუ აღვაპყარით ხელები,+ 21  განა ღმერთი არ გამოიძიებს ამას?!+ მან იცის გულის საიდუმლოებები.+ 22  შენი გულისთვის გვხოცავენ მთელი დღე, დასაკლავ ცხვრებად მიგვიჩნევენ.+ 23  გამოფხიზლდი, იეჰოვა, რატომ გძინავს?+ გამოიღვიძე, სამუდამოდ ნუ მიგვაგდებ!+ 24  რატომ გვიმალავ სახეს? რატომ ივიწყებ ჩვენს გაჭირვებასა და ჩაგვრას?+ 25  მიწამდე მოიხარა ჩვენი სული,+ მუცლით მიწაზე ვართ გართხმულნი. 26  აღსდექ ჩვენ დასახმარებლად+ და გამოგვისყიდე შენი სიკეთით*!+

სქოლიოები

იხილეთ 42:8-ის სქოლიო.