წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 42:1—11

გუნდის ხელმძღვანელს. მასქილი კორახის ძეებისთვის+ 42  როგორც ფურირემი ილტვის წყლის ნაკადებისკენ, ისე ილტვის ჩემი სული შენკენ, ღმერთო.+   ღმერთი, ცოცხალი ღმერთი+ სწყურია ჩემს სულს.+ როდის მივალ და გამოვცხადდები ღვთის წინაშე?+   დღედაღამ ცრემლები მაქვს საჭმელად.+ მთელი დღე მეკითხებიან: სად არისო შენი ღმერთი?+   მემახსოვრება ეს ყველაფერი და სულს გადმოვღვრი.+ ხალხთან ერთად მივდიოდი ხოლმე, ნელა მივუძღვებოდი მათ ღვთის სახლისკენ+ და მოზეიმე ხალხი+ მხიარული ყიჟინითა და სამადლობელი შეძახილებით უკან მომყვებოდა.+   რატომ ხარ იმედგადაწურული, ჩემო სულო,+ და რატომ შფოთავ ჩემში?+ ღმერთს დაელოდე;+ მას შევასხამ ხოტბას, ჩემს დიდებულ მხსნელს.+   ჩემო ღმერთო, იმედი გადაეწურა ჩემს სულს.+ ამიტომაც მახსოვხარ+ იორდანის მხარედან, ხერმონის მწვერვალებიდან+ და პატარა მთიდან.+   ღრმა წყალი ღრმა წყალს ეძახის შენი წყლის ნაკადების ხმაზე. ყველა შენი ზვირთი და ტალღა+ თავზე გადამევლო.+   დღისით თავის სიკეთეს* გამომიგზავნის იეჰოვა,+ ღამით კი ვიმღერებ მასზე.+ ლოცვას აღვუვლენ ჩემი სიცოცხლის ღმერთს.+   ვეტყვი ღმერთს, ჩემს კლდეს:+ „რატომ დამივიწყე?+ რატომ დავდივარ ნაღვლიანი, ჩემი მტრებისგან დაჩაგრული?“+ 10  ძვლები შემიმუსრეს მტრებმა და შეურაცხმყვეს,+ თან მთელი დღე მეკითხებიან: სად არისო შენი ღმერთი?+ 11  რატომ ხარ იმედგადაწურული, ჩემო სულო,+ და რატომ შფოთავ ჩემში?+ ღმერთს დაელოდე;+ მას შევასხამ ხოტბას, ჩემს დიდებულ მხსნელსა და ჩემს ღმერთს.+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.