წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 40:1—17

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი, სიმღერა 40  იეჰოვაზე ვამყარებდი იმედს;+ მან ყური მომაპყრო და მომისმინა, როცა შველა ვთხოვე.+   მან ამომიყვანა მგრგვინავი ორმოდან,+ ლაფიდან;+ კლდეზე დამადგმევინა ფეხი+ და ნაბიჯები განმიმტკიცა.+   აამღერა ჩემი ბაგეები ახალი სიმღერით, ღვთის ქებით.+ მრავალი დაინახავს ამას, შეეშინდებათ+ და მიენდობიან იეჰოვას.+   ბედნიერია იეჰოვაზე მინდობილი კაცი,+ რომელსაც არც თავხედი ხალხისკენ მიუქცევია პირი და არც მათკენ, ვინც სიცრუის გზაზე გადაუხვია.+   მრავალი საოცარი საქმე მოიმოქმედე,+ იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და შეასრულე ის, რაც ჩვენთვის გქონდა განზრახული;+ ვერავინ შეგედრება.+ მათზე რომ მელაპარაკა, იმდენი იქნებოდა, რომ ვერც კი ჩამოვთვლიდი.+   მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე.+ ყური გამიხსენი.+ არ მოგითხოვია დასაწვავი მსხვერპლი და ცოდვის შესაწირავი.+   ამიტომ ვთქვი: „აი, მოვედი,+ როგორც გრაგნილზე წერია ჩემ შესახებ.+   შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო,+ და ჩემშია შენი კანონი.+   დიდ კრებულში ვაცხადებ სასიხარულო ცნობას სიმართლეზე.+ არ ვაკავებ ბაგეებს.+ იეჰოვა, შენ კარგად იცი ეს.+ 10  შენი სიმართლე გულში არ დამიფარავს.+ შენს ერთგულებასა და შენგან ხსნას ვაუწყებ.+ არ ვმალავ შენს სიკეთესა* და შენს ჭეშმარიტებას დიდ კრებულში“.+ 11  ნუ შეაკავებ, იეჰოვა, შენს სიბრალულს ჩემდამი.+ მუდამ მფარავდეს შენი სიკეთე და ჭეშმარიტება.+ 12  აურაცხელი უბედურება შემომერტყა გარს.+ იმაზე მეტი დანაშაული მეწია, ვიდრე დანახვა შემეძლო;+ იმაზე მეტად მომრავლდა, ვიდრე თმა მაქვს თავზე;+ გული გამიტყდა.+ 13  იეჰოვა, ისურვე ჩემი ხსნა!+ იეჰოვა, იჩქარე ჩემ დასახმარებლად!+ 14  შერცხვეს და შეცბუნდეს ყველა,+ ვინც ცდილობს ჩემი სულის აღგვას.+ უკუიქცნენ და დამცირდნენ ისინი, ვისაც ჩემი უბედურება ახარებს.+ 15  თავიანთი სირცხვილის გამო განცვიფრებისგან გაშტერდნენ ისინი,+ ვინც მეუბნებიან: „აჰა! აჰა!“+ 16  იმხიარულოს და შენით გაიხაროს+ ყველა შენმა მძებნელმა.+ შენგან ხსნის მოყვარულები მუდამ ამბობდნენ:+ „განდიდდეს იეჰოვა!“+ 17  მე კი საწყალი და დაჩაგრული ვარ.+ იეჰოვა იფიქრებს ჩემზე.+ შენა ხარ ჩემი შემწე და მხსნელი.+ ო, ჩემო ღმერთო, ნუ დააყოვნებ!+

სქოლიოები

იხილეთ 36:5-ის სქოლიო.