წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 4:1—8

ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით შესასრულებელი+ დავითის სიმღერა 4  ჩემო მართალო ღმერთო,+ მიპასუხე, როცა მოგიხმობ! გამოსავალი მაპოვნინე გასაჭირში, წყალობა მიყავი+ და შეისმინე ჩემი ლოცვა!   ადამიანთა ძეებო, როდემდე უნდა იყოს ჩემი დიდება+ შეურაცხყოფილი? როდემდე უნდა გიყვარდეთ ამაოება და როდემდე უნდა ეძებდეთ სიცრუეს? სელა.   იცოდეთ, რომ იეჰოვა გამოარჩევს თავის ერთგულს;+ იეჰოვა მომისმენს, როცა მოვუხმობ.+   თუ აღშფოთდებით, ნუ შესცოდავთ.+ გულში თქვით, თქვენს საწოლში,+ და ჩუმად იყავით. სელა.   შესწირეთ სიმართლის მსხვერპლი+ და მიენდეთ იეჰოვას.+   მრავალი ამბობს: „ვინ დაგვანახვებს სიკეთეს?“ შენი სახის ნათელი გადმოგვაფინე,+ იეჰოვა!   გულს გამიმხიარულებ+ იმათზე მეტად, ვისაც უხვად აქვს მარცვლეული და ახალი ღვინო.+   მშვიდად დავწვები და დავიძინებ,+ რადგან, იეჰოვა, მხოლოდ შენ მაცხოვრებ უსაფრთხოდ.+

სქოლიოები