წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 39:1—13

გუნდის ხელმძღვანელს: იედუთუნი*.+ დავითის სიმღერა 39  ვთქვი: „დავიცავ ჩემს გზებს,+ რათა ენით არ შევცოდო.+ პირს ალიკაპს დავუყენებ დარაჯად,+ სანამ ბოროტი მიდგას წინ“.+   დავდუმდი და ხმას არ ვიღებდი,+ კარგზეც აღარ ვლაპარაკობდი,+ ვიხშობდი ტკივილს.   გამიხურდა გული;+ ოხვრისას ცეცხლი მიგიზგიზებდა. ვთქვი ჩემი ენით:   „გამაგებინე, იეჰოვა, ჩემი აღსასრული+ და ჩემი დღეების რაოდენობა,+ რათა ვიცოდე, რა დღემოკლე ვარ.+   ცოტა დღეები გაქვს მოცემული ჩემთვის+ და ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობა არაფერია შენ წინაშე.+ ყოველი ადამიანი, მტკიცედაც რომ იდგეს, ერთი ამოსუნთქვაა და სხვა არაფერი.+ სელა.   აჩრდილივით დადის კაცი,+ ამაოდ ფაციფუცობს;+ ახვავებს და არ იცის, ვის დარჩება.+   და ახლა, იეჰოვა, რისი იმედი მქონდეს? შენ მოგელი.+   მიხსენი ყველა ჩემი ცოდვისგან;+ ნუ დაუშვებ, რომ უგუნურმა შეურაცხმყოს.+   დავდუმდი,+ პირს ვერ ვაღებდი+ იმის გამო, რაც შენ მოიმოქმედე.+ 10  მომაშორე სნეულება, შენ რომ შემყარე.+ ბოლო მომეღო, რადგან მმტრობს შენი ხელი.+ 11  ადამიანს დანაშაულში მხილებით გამოასწორებ,+ ჩრჩილივით+ უნადგურებ ყველაფერს, რაც ძვირფასი აქვს. ყველა ადამიანი ერთი ამოსუნთქვაა.+ სელა. 12  ისმინე ჩემი ლოცვა, იეჰოვა, და ყური მომაპყარი,+ როცა შველას გთხოვ. როცა ცრემლებს ვღვრი, ნუ დადუმდები,+ რადგან შენთან ვარ შემოხიზნული+ და ვცხოვრობ როგორც ყველა ჩემი წინაპარი.+ 13  თვალი მომარიდე, რათა გავბრწყინდე,+ სანამ წავალ და აღარ ვიქნები“.+

სქოლიოები

უცნობი ტერმინი.