წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 38:1—22

დავითის სიმღერა, სამახსოვროდ 38  იეჰოვა, მრისხანებით ნუ შემაგონებ+ და რისხვით ნუ გამომასწორებ.+   ღრმად შემერჭო შენი ისრები+ და შენი ხელი მძიმედ დამაწვა.+   საღი ადგილი აღარ შემრჩა სხეულზე შენი რისხვის გამო.+ ცოდვამ სიმშვიდე დაუკარგა ჩემს ძვლებს.+   თავზე გადამდის ჩემი დანაშაული,+ უმძიმეს ტვირთად მაწევს.+   ამიყროლდა და დამიჩირქდა ჭრილობები ჩემი უგუნურების გამო.+   აფორიაქებული ვარ, წელში მოვიკაკვე,+ მთელი დღე ნაღვლიანი დავდივარ.+   ფერდები მეწვის, საღი ადგილი აღარ შემრჩა სხეულზე.+   გავხევდი და მთლად გავნადგურდი. ვღრიალებ, რადგან მიკვნესის გული.+   იეჰოვა, ჩემი ყველა სურვილი შენ წინაშეა და ჩემი ოხვრა არ არის შენთვის დაფარული.+ 10  ძლიერ ამიძგერდა გული და ძალა გამომეცალა, თვალის სინათლეც დავკარგე.+ 11  ჩემი მოყვარულები და მეგობრები გამშორდნენ მე, დასნეულებულს;+ ჩემგან შორს დგანან ჩემი ახლობლები.+ 12  ჩემი სულის მძებნელები მახეებს მიგებენ+ და უბედურებაზე ლაპარაკობენ ისინი, ვინც ჩემ გაუბედურებას ცდილობს;+ მთელი დღე მზაკვრობაზე ბუტბუტებენ.+ 13  მე კი ყრუსავით არ ვისმენდი+ და მუნჯივით არ ვხსნიდი ბაგეს.+ 14  დავემსგავსე კაცს, რომელსაც არ ესმის; არაფერს პასუხობდა ჩემი ბაგეები; 15  ვინაიდან შენ გელოდი, იეჰოვა,+ და შენც მიპასუხე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო.+ 16  ვთქვი: „შენ რომ არ გეპასუხა, ისინი გაიხარებდნენ ჩემი უბედურებით;+ გამიმედიდურდებოდნენ,+ თუ წავიფორხილებდი“.+ 17  ლამის წავბორძიკდი;+ არ მშორდებოდა ტკივილი.+ 18  ვაღიარე დანაშაული;+ დამამწუხრა ჩემმა ცოდვამ.+ 19  გაძლიერდნენ სიცოცხლით სავსე ჩემი მტრები+ და გამრავლდნენ ისინი, ვისაც უმიზეზოდ ვძულვარ.+ 20  სიკეთეს ბოროტებით მიხდიდნენ;+ კარგის კეთების გამო მეწინააღმდეგებოდნენ.+ 21  ნუ მიმატოვებ, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, ნუ განმშორდები!+ 22  იჩქარე ჩემ დასახმარებლად,+ იეჰოვა, ჩემო მხსნელო!+

სქოლიოები