წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 37:1—40

დავითის ფსალმუნი א [ალეფ] 37  ნუ განრისხდები ბოროტმოქმედთა გამო,+ ნუ შეგშურდება მათი, ვინც უმართლობას სჩადის;+   ვინაიდან ბალახივით მალე გახმებიან,+ ნორჩი ბალახივით დაჭკნებიან.+ ב [ბეთ]   მიენდე იეჰოვას და კარგი აკეთე,+ იცხოვრე დედამიწაზე და ერთგულად მოიქეცი.+   იეჰოვაში პოვე ნეტარება+ და ის შეგისრულებს გულის წადილს.+ ג [გიმელ]   იეჰოვას მიანდე შენი გზა,+ მასზე დაამყარე იმედი+ და ის იმოქმედებს.+   სინათლესავით გამოაჩენს შენს სიმართლეს+ და შუადღესავით — შენს სამართლიანობას.+ ד [დელეთ]   მდუმარედ იყავი იეჰოვას წინაშე+ და მოუთმენლად ელოდე მას.+ ნუ განგარისხებს ის, რომ ვიღაცას ხელი ემართება თავის გზაზე+ და თავის განზრახვებს ახორციელებს.+ ה [ჰე]   მოეშვი რისხვას და მიატოვე ბრაზი;+ ნუ განრისხდები და ნუ ჩაიდენ ბოროტებას,+   რადგან ბოროტმოქმედნი მოისპობიან,+ იეჰოვაზე დაიმედებულნი კი დაიმკვიდრებენ დედამიწას.+ ו [ვავ] 10  კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი;+ დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი.+ 11  თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას+ და გაიხარებენ დიდი მშვიდობით.+ ז [ზაინ] 12  ბოროტი შეთქმულებას უწყობს მართალს+ და კბილებს უღრჭენს.+ 13  იეჰოვა დასცინებს მას,+ რადგან ხედავს, რომ მისი დღეც მოვა.+ ח [ხეთ] 14  ბოროტებმა მახვილი იშიშვლეს და მშვილდი მოზიდეს,+ რათა დასცენ დაჩაგრული და საწყალი+ და დახოცონ მართლები მათ გზაზე.+ 15  თავიანთი მახვილი თვითონვე გაეყრებათ გულში+ და დაემტვრევათ მშვილდები.+ ט [ტეთ] 16  მართლის მცირედი სჯობია+ ბოროტთა სიმდიდრეს.+ 17  ბოროტს მკლავები დაემტვრევა,+ მართალს კი იეჰოვა ამოუდგება მხარში.+ י [ჲოდ] 18  იეჰოვა აკვირდება უბიწოებს;+ მათი მემკვიდრეობა მარადიულად დარჩება.+ 19  უბედურების დროს არ შერცხვებიან+ და შიმშილობის დროს გაძღებიან.+ כ [ქაფ] 20  ბოროტები დაიღუპებიან+ და იეჰოვას მტრები საუკეთესო საძოვრებს დაემსგავსებიან; ბოლო მოეღებათ მათ,+ კვამლში მოეღებათ ბოლო.+ ל [ლამედ] 21  ბოროტი სესხულობს და აღარ აბრუნებს,+ მართალი კი წყალობას ავლენს და ძღვენს გასცემს.+ 22  მისგან კურთხეულნი დაიმკვიდრებენ დედამიწას,+ მისგან დაწყევლილნი კი მოისპობიან.+ מ [მემ] 23  იეჰოვა განუმტკიცებს ვაჟკაცს ნაბიჯებს;+ ის იწონებს მის გზას.+ 24  რომც წაიქცეს, პირქვე არ დაეცემა,+ რადგან იეჰოვა უდგას მხარში*.+ נ [ნუნ] 25  ახალგაზრდაც ვიყავი და მოვხუცდი კიდეც,+ მაგრამ არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული,+ არც მისი შთამომავლობა — პურს მონატრებული.+ 26  ის მთელი დღე წყალობას ავლენს და სესხს გასცემს;+ კურთხეული იქნება მისი შთამომავლობა.+ ס [სამეხ] 27  ზურგი აქციე ბოროტებას, კარგი აკეთე+ და იცხოვრე მარადიულად;+ 28  ვინაიდან იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულია+ და არ მიატოვებს თავის ერთგულებს.+ ע [აინ] ისინი მარადიულად იქნებიან დაცულნი,+ ბოროტთა შთამომავლობა კი მოისპობა.+ 29  მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას+ და მარადიულად იცხოვრებენ მასზე.+ פ [ფე] 30  მართლის პირი მშვიდად წარმოთქვამს სიბრძნეს+ და მისი ენა სამართლიანად ლაპარაკობს.+ 31  თავისი ღვთის კანონი აქვს გულში,+ არ წაბორძიკდება.+ צ [ცადე] 32  ბოროტი მართალს უთვალთვალებს+ და მის მოკვლას ცდილობს,+ 33  იეჰოვა კი მის ხელში არ დატოვებს მართალს+ და დამნაშავედ არ გამოაცხადებს გასამართლებისას.+ ק [კოფ] 34  იეჰოვას იმედი გქონდეს და მისი გზა დაიცავი,+ ის განგადიდებს და დაგამკვიდრებს დედამიწაზე;+ დაინახავ, როგორ მოისპობიან ბოროტები.+ ר [რეშ] 35  მინახავს სასტიკი და ბოროტი კაცი,+ რომელსაც ფოთოლხშირი ხესავით გაუდგამს მიწაში ფესვები.+ 36  ჩაიარა და აღარ იყო,+ ვეძებდი და ვერ ვიპოვე.+ ש [შინ] 37  დაუკვირდი უმწიკვლოს და თვალი ადევნე მართალს,+ რადგან მშვიდობიანი მომავალი ელის ასეთ კაცს.+ 38  შემცოდველები ერთიანად მოისპობიან+ და ბოროტ ხალხს მომავალი არ ექნება.+ ת [თავ] 39  მართლებს იეჰოვა იხსნის;+ ის არის მათი სიმაგრე გასაჭირის დროს.+ 40  იეჰოვა დაეხმარება მათ და იხსნის;+ იხსნის ბოროტი ხალხისგან და გადაარჩენს,+ რადგან მას შეაფარეს თავი.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — უჭირავს მისი ხელი.