წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 36:1—12

გუნდის ხელმძღვანელს. იეჰოვას მსახურის, დავითის ფსალმუნი 36  ბოროტს გულში+ უდევს სიტყვები, რომლებიც ცოდვისკენ უბიძგებენ მას. ღვთის შიში არა აქვს მას თვალწინ.+   მეტისმეტი ქებით ისე იტყუებს თავს,+ რომ საკუთარ დანაშაულს ვერ ხედავს, რათა შეიძულოს ის.+   მისი პირით ნათქვამი სიტყვები სიავე და მზაკვრობაა;+ წართმეული აქვს წვდომის უნარი და კარგს ვერ აკეთებს;+   სიავეს იზრახავს მაშინაც კი, როცა საწოლში წევს;+ უკეთურ გზას ადგას+ და ცუდზე უარს არ ამბობს.+   იეჰოვა, ზეცაშია შენი სიკეთე*,+ ღრუბლებს აღწევს შენი ერთგულება.+   შენი სიმართლე შენი მთებივითაა, ღმერთო,+ შენი სამართალი ღრმა წყალია.+ ადამიანსაც და ცხოველსაც შენ იხსნი, იეჰოვა.+   რაოდენ ძვირფასია, ღმერთო, შენი სიკეთე!+ შენი ფრთების ჩრდილქვეშ აფარებენ თავს ადამიანთა ძეები.+   შენი სახლის სიუხვიდან შესვამენ ისინი+ და შენ შეასმევ მათ შენი ნეტარების ნაკადებს,+   რადგან შენთან არის სიცოცხლის წყარო+ და შენი სინათლით ვხედავთ ნათელს.+ 10  სიკეთეს ნუ მოაკლებ მათ, ვინც გიცნობს,+ და სიმართლეს — გულმართლებს.+ 11  ნუ გადმოდგამს ამპარტავანი ფეხს ჩემ წინააღმდეგ+ და ბოროტი ხალხის ხელი ნუ მაქცევს მოხეტიალედ.+ 12  სიავის მქნელნი დაეცნენ;+ ძირს დაენარცხნენ და ვეღარ დგებიან.+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს. ამ ფსალმუნში ეს სიტყვა ყველგან სიკეთედ არის ნათარგმნი.