წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 35:1—28

დავითის ფსალმუნი 35  იეჰოვა, წარმართე ჩემი საქმე მათ საწინააღმდეგოდ, ვინც მიპირისპირდება;+ ებრძოლე ჩემ წინააღმდეგ მებრძოლთ.+   ხელში აიღე პატარა ფარიცა და დიდი ფარიც+ და აღსდექ ჩემ დასახმარებლად;+   მოიმარჯვე შუბი და ორპირა ცული ჩემს მდევნელთა დასახვედრად;+ უთხარი ჩემს სულს: მე ვარ-თქო შენი ხსნა.+   შერცხვნენ და დამცირდნენ ისინი, ვინც ჩემს სულზე ნადირობენ.+ უკუიქცნენ და შერცხვნენ ისინი, ვისაც ჩემი გაუბედურება განუზრახავთ.+   დაემსგავსონ ბზეს ქარში+ და განდევნოს ისინი იეჰოვას ანგელოზმა.+   დაბნელდეს და მოლიპული გახდეს მათი გზა,+ იეჰოვას ანგელოზი დაედევნოს მათ,   ვინაიდან უმიზეზოდ გამიმზადეს ბადეგადაფარებული ორმო;+ უმიზეზოდ გაუთხარეს იგი ჩემს სულს.+   უბედურება დაატყდეს მას მოულოდნელად+ და თავისივე გაშლილ ბადეში გაებას;+ უბედურება შეემთხვეს და ორმოში ჩავარდეს.+   იეჰოვათი გაიხაროს ჩემმა სულმა+ და იმხიარულოს მისგან ხსნით.+ 10  თქვან ჩემმა ძვლებმა:+ „იეჰოვა, ვინ არის შენი მსგავსი,+ ვინც იხსნის დაჩაგრულს მასზე ძლიერისგან+ და საწყალსა და დაჩაგრულს — მძარცველისგან?“+ 11  აღსდგნენ მოძალადე მოწმეები;+ რაც არ ვიცი, იმას მეკითხებიან.+ 12  სიკეთეს ბოროტებით მიხდიან,+ დანაკლისს განიცდის ჩემი სული.+ 13  თუმცა, მე მათი სნეულების დროს ჯვალოთი ვიმოსებოდი,+ მარხვით ვიმწუხრებდი სულს+ და უბეში მიბრუნდებოდა ჩემი ლოცვა.+ 14  ჩემი მეგობრის, ჩემი ძმის გამო+ დედაზე მგლოვიარესავით დავდიოდი;+ დანაღვლიანებული წელში მოვიხარე. 15  მაგრამ ისინი ჩემმა წაბორძიკებამ გაახარა და ერთად შეიყარნენ;+ ერთად შეიყარნენ ჩემ წინააღმდეგ,+ მოულოდნელად დამცეს,+ დამგლიჯეს და არ მომეშვნენ.+ 16  განდგომილი დამცინავები ერთი კვერისთვის+ კბილებს აღრჭენდნენ ჩემ წინააღმდეგ.+ 17  იეჰოვა, როდემდე უნდა უყურო ამას?+ დაიხსენი ჩემი სული, რომ არ გამინადგურონ,+ დაიხსენი ლომებისგან ჩემი ერთადერთი*.+ 18  ხოტბას შეგასხამ დიდ კრებულში+ და უამრავ ხალხში მოგიძღვნი ქებას.+ 19  ნუ გაიხარებენ ჩემი უბედურებით ჩემზე უმიზეზოდ გადამტერებულნი;+ ნუ ჩაუკრავენ ერთმანეთს თვალს ისინი, ვისაც უმიზეზოდ ვძულვარ;+ 20  ვინაიდან არ ლაპარაკობენ მშვიდობაზე;+ დედამიწის მშვიდი ხალხის წინააღმდეგ მზაკვრობას იზრახავენ.+ 21  გაუღიათ პირი ჩემ წინააღმდეგ+ და ამბობენ: „აჰა! აჰა! ხომ დავინახეთ!“+ 22  შენ ხედავ, იეჰოვა,+ ნუ დადუმდები.+ იეჰოვა, თავს შორს ნუ დაიჭერ ჩემგან.+ 23  აღსდექ და გამოიღვიძე, რომ სამართალი გამიჩინო,+ იეჰოვა, ჩემო ღმერთო, რომ განიხილო ჩემი საქმე სასამართლოზე.+ 24  ჩემი სიმართლისამებრ გამასამართლე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო;+ ჩემი უბედურებით ნუ გაიხარებენ ისინი.+ 25  ნუ იტყვიან თავიანთ გულში: აჰა, ეს სურდაო ჩვენს სულს!+ ნუ იტყვიან: ხომ ჩავყლაპეთო.+ 26  შერცხვეს და დამდაბლდეს ყველა,+ ვინც ჩემი უბედურებით ხარობს.+ სირცხვილითა+ და დამცირებით შეიმოსონ ისინი, ვინც მედიდგულებიან.+ 27  სიხარულით იყიჟინონ და იმხიარულონ მათ, ვისაც ჩემი სიმართლე ახარებს;+ მუდამ თქვან:+ „განდიდდეს იეჰოვა, რომელსაც თავისი მსახურის მშვიდობა ახარებს!“+ 28  შენს სიმართლეზე ილაპარაკოს ჩემმა ენამ+ და გაქოს მთელი დღე.+

სქოლიოები

იგულისხმება „ჩემი სული“.