წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 34:1—22

დავითის ფსალმუნი. როცა თავი გიჟად+ მოაჩვენა აბიმელექს, რომელმაც გააძევა იგი და ისიც გაეცალა א [ალეფ] 34  მუდამ ვაკურთხებ იეჰოვას,+ გამუდმებით ვაქებ მას ჩემი ბაგეებით.+ ב [ბეთ]   იეჰოვათი იამაყებს ჩემი სული,+ თვინიერები მოისმენენ და გაიხარებენ.+ ג [გიმელ]   ჩემთან ერთად განადიდეთ იეჰოვა,+ ერთად ვადიდოთ მისი სახელი!+ ד [დელეთ]   ვკითხე იეჰოვას და მიპასუხა,+ ყველა ჩემი შიშისგან გამათავისუფლა.+ ה [ჰე]   მათ, ვინც მას შეხედა, სახეები გაუბრწყინდათ;+ სახეშერცხვენილნი არ იქნებიან.+ ז [ზაინ]   მოუხმო დაჩაგრულმა იეჰოვას და მანაც მოუსმინა,+ ყველა გასაჭირიდან დაიხსნა იგი.+ ח [ხეთ]   იეჰოვას ანგელოზი დაბანაკებულია მის მოშიშთა გარშემო+ და იხსნის მათ.+ ט [ტეთ]   იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა!+ ბედნიერია კაცი, ვინც თავს აფარებს მას.+ י [ჲოდ]   იეჰოვას წმინდებო, გეშინოდეთ მისი,+ რადგან მის მოშიშებს არაფერი მოაკლდებათ.+ כ [ქაფ] 10  ფაფრიან ლომებს საჭმელი არ ჰყოფნით და მშივრები დადიან,+ იეჰოვას მაძიებლებს კი არაფერი მოაკლდებათ.+ ל [ლამედ] 11  მოდით, შვილებო, მომისმინეთ,+ იეჰოვას შიშს გასწავლით.+ מ [მემ] 12  ვის სიამოვნებს სიცოცხლე+ და ვის სურს კარგი დღეების ხილვა?+ נ [ნუნ] 13  ენა ცუდის თქმისგან დაიცავი+ და ბაგეები — მზაკვრული ლაპარაკისგან;+ ס [სამეხ] 14  ზურგი აქციე ბოროტებას და სიკეთე აკეთე;+ მშვიდობა ეძიე და მისკენ ისწრაფე.+ ע [აინ] 15  იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი+ და ყური — მათი ღაღადისკენ, როცა შველას სთხოვენ.+ פ [ფე] 16  იეჰოვას ცუდის გამკეთებელთა წინააღმდეგ აქვს სახე მიმართული,+ რათა მოსპოს დედამიწაზე მათი სახსენებელი.+ צ [ცადე] 17  მართლებმა შეღაღადეს იეჰოვას, მანაც მოუსმინა+ და ყველა გასაჭირიდან დაიხსნა ისინი.+ ק [კოფ] 18  იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან+ და სულგამწარებულებს იხსნის.+ ר [რეშ] 19  მრავალი უბედურება ხვდება მართალს,+ მაგრამ იეჰოვა ყველაფრისგან დაიხსნის მას.+ ש [შინ] 20  ის იცავს მის ძვლებს, არც ერთი მათგანი არ გადატყდება.+ ת [თავ] 21  უბედურება მოკლავს ბოროტს;+ მართლის მოძულეები დამნაშავეებად ჩაითვლებიან.+ 22  იეჰოვა გამოისყიდის თავის მსახურთა სულებს;+ არც ერთი, ვინც მას აფარებს თავს, დამნაშავედ არ ჩაითვლება.+

სქოლიოები