წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 33:1—22

33  სიხარულით იყიჟინეთ, მართლებო, იეჰოვას გამო!+ მართლებს შეჰფერით ქების აღვლენა.+   მადლობდეთ იეჰოვას ქნარით,+ ათსიმიანი საკრავით+ ქება უმღერეთ მას.   უმღერეთ მას ახალი სიმღერა,+ მთელი გულით დაუკარით სიმებიან საკრავებზე და მხიარულად შესძახეთ,+   ვინაიდან მართალია იეჰოვას სიტყვა+ და ყველა მისი საქმე ერთგულებით არის შესრულებული.+   ის სიმართლისა და სამართლიანობის მოყვარულია.+ სავსეა დედამიწა იეჰოვას სიკეთით*.+   იეჰოვას სიტყვით შეიქმნა ზეცა+ და მისი ბაგეთა სულით — ზეცის ლაშქარი.+   დააგუბა ზღვის წყალი, თითქოს ჯებირებით,+ საცავებში მოათავსა აზვირთებული წყალი.   ეშინოდეთ დედამიწის მცხოვრებთ იეჰოვასი+ და მისი შიში ჰქონდეთ ქვეყნიერების მკვიდრთ.+   მან თქვა და მოხდა,+ ბრძანა და შესრულდა.+ 10  იეჰოვამ ჩაუშალა ერებს განზრახვა,+ მან ჩაუფუშა ხალხებს ზრახვები.+ 11  იეჰოვას განზრახვა მარადიულია;+ მისი გულის ზრახვები თაობიდან თაობაში უცვლელია.+ 12  ბედნიერია ერი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა,+ და ხალხი, რომელიც მან თავის მემკვიდრეობად ამოირჩია.+ 13  ზეციდან იხედება იეჰოვა+ და ხედავს ადამიანთა ყველა ძეს.+ 14  თავისი მუდმივი სამყოფლიდან+ უყურებს დედამიწის ყველა მკვიდრს. 15  ის აწრთობს ყოველი მათგანის გულს+ და უკვირდება ყველა მათ საქმეს.+ 16  ვერც მეფეს გადაარჩენს დიდი ჯარი+ და ვერც ძლიერ კაცს იხსნის დიდი ძალა.+ 17  ხსნის იმედს გაუმტყუნებს კაცს ცხენი+ და ვერ დაიხსნის მას მისი დიდი ძალა.+ 18  იეჰოვას თავისი მოშიშებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი,+ მათკენ, ვინც მის სიკეთეს ელის,+ 19  რათა სიკვდილისგან იხსნას მათი სული+ და შიმშილობისას სიცოცხლე შეუნარჩუნოს მათ.+ 20  ჩვენი სული იეჰოვას მოლოდინშია,+ ის არის ჩვენი შემწე და ფარი.+ 21  მისით ხარობს ჩვენი გული,+ მის წმინდა სახელზე ვართ მინდობილი.+ 22  ნუ მოგვაკლდება შენი სიკეთე, იეჰოვა,+ რადგან შენ გელით.+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს. ამ ფსალმუნში ეს სიტყვა ყველგან სიკეთედ არის ნათარგმნი.