წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 32:1—11

დავითის ფსალმუნი. მასქილი* 32  ბედნიერია ის, ვისაც ეპატია ურჩობა და ვისი ცოდვაც დაიფარა.+   ბედნიერია კაცი, რომელსაც იეჰოვა ცოდვას არ ჩაუთვლის,+ და ვის სულშიც სიცრუე არ არის.+   როცა ვდუმდი, გამიცვდა ძვლები იმ ტკივილის გამო, რომელიც მთელი დღე მტანჯავდა.+   დღედაღამ მძიმედ მაწვა შენი ხელი.+ ჩემი სიცოცხლის სინოტივე ზაფხულის ხვატმა შეცვალა.+ სელა.   ბოლოს ვაღიარე ცოდვა შენ წინაშე და დანაშაული არ დამიფარავს,+ ვთქვი: „ვაღიარებ ჩემს ცოდვებს იეჰოვას წინაშე“.+ შენც მაპატიე ჩემი ცოდვა და დანაშაული.+ სელა.   ამიტომ ლოცვით მოგმართავს ყოველი ერთგული,+ სანამ შეიძლება შენი პოვნა;+ და წარღვნის წყალიც ვერ შეეხება მას.+   შენ ჩემი საფარი ხარ, შენ დამიცავ გასაჭირისგან.+ გარს სიხარულს შემომარტყამ, როცა დამიხსნი.+ სელა.   „წვდომის უნარს მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო;+ რჩევას მოგცემ და თვალი მეჭირება შენზე.+   ცხენივით და ჯორივით გაუგებარი ნუ იქნებით,+ რომელთა სიშმაგეც, სანამ მოგიახლოვდებიან,+ ლაგმით+ უნდა შეკავდეს“. 10  ბოროტს მრავალი სატკივარი აქვს,+ იეჰოვას მოიმედე კი სიკეთით* არის გარემოცული.+ 11  იეჰოვათი გაიხარეთ და იმხიარულეთ, მართლებო!+ სიხარულით იყიჟინეთ, გულმართალნო!+

სქოლიოები

უცნობი მნიშვნელობის ებრაული გამოთქმა, რომლის შესაძლო მნიშვნელობაა საფიქრალი ლექსი.
იხილეთ 5:7-ის სქოლიო.