წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 31:1—24

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა 31  შენ შეგაფარე თავი, იეჰოვა.+ ნურასოდეს შევრცხვები.+ შენი სიმართლით მიხსენი.+   ყური მომაპყარი,+ ისწრაფე ჩემ გადასარჩენად.+ კლდოვანი სიმაგრე გახდი ჩემთვის,+ ციხესიმაგრე — ჩემ სახსნელად.+   შენა ხარ ჩემი კლდე და ჩემი ციხესიმაგრე;+ შენი სახელის გულისთვის+ წამიყვან და წამიძღვები.+   შენ გამათავისუფლებ ბადიდან, რომელიც ჩემთვის აქვთ დაგებული,+ რადგან შენა ხარ ჩემი სიმაგრე.+   შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული*.+ შენ გამომისყიდე,+ იეჰოვა, ჭეშმარიტების ღმერთო.+   მძულს ის, ვინც უსარგებლო, ამაო კერპებს მიაგებს პატივს;+ მე იეჰოვაზე ვარ მინდობილი.+   გავიხარებ და ვიმხიარულებ შენი სიკეთით*,+ რადგან დაინახე ჩემი გაჭირვება;+ შენ იცი, რა უჭირს ჩემს სულს.+   მტრის ხელში არ გადაგიცივარ;+ გაშლილ ადგილზე დამადგმევინე ფეხი.+   წყალობა მიყავი, იეჰოვა, რადგან დიდ გასაჭირში ვარ.+ მწუხარებისგან დამისუსტდა თვალი,+ სული და მუცელი.+ 10  მწუხარებაში დასრულდა ჩემი სიცოცხლე+ და ოხვრაში — ჩემი წლები.+ ჩადენილმა დანაშაულმა ძალა გამომაცალა+ და დამისუსტა ძვლები.+ 11  ჩემი მტრის თვალში შეურაცხყოფილი გავხდი,+ დიდად შეურაცხყოფილი — ჩემი მოძმეების თვალშიც;+ ნაცნობებს ეშინიათ ჩემი,+ გამირბიან, როცა გარეთ მხედავენ.+ 12  დავიწყებული ვარ მკვდარივით, რომელიც აღარავის ახსოვს;+ დამტვრეულ ჭურჭელს დავემსგავსე;+ 13  ვინაიდან ცუდი ხმები მომდის ბევრისგან,+ ყოველმხრივ შიშმა მომიცვა.+ იკრიბებიან ჩემ წინააღმდეგ,+ რათა სული წამართვან, როგორც განიზრახეს.+ 14  მე კი შენზე ვარ მონდობილი, იეჰოვა!+ ვთქვი: „შენა ხარ ჩემი ღმერთი“.+ 15  ჩემი დღეები შენს ხელთაა;+ დამიხსენი ჩემი მტრის ხელიდან და ჩემი მდევნელისგან.+ 16  მოაფინე შენი სახის ნათელი შენს მსახურს,+ მიხსენი შენი სიკეთით.+ 17  იეჰოვა, ნუ შევრცხვები, მე ხომ შენ მოგიხმობ.+ შერცხვნენ ბოროტები+ და სამარეში* დადუმდნენ.+ 18  დადუმდნენ ცრუ ბაგეები,+ რომლებიც მართლის წინააღმდეგ მეტისმეტი+ ამპარტავნობითა და სიძულვილით ლაპარაკობენ.+ 19  რაოდენ დიდია შენი სიკეთე*,+ რომელიც შენს მოშიშთათვის შემოგინახავს+ და ავლენ მას შენთან შეფარებულთა მიმართ ადამიანის ძეების თვალწინ.+ 20  დამალავ მათ შენს სამალავში+ ერთად შეგროვილი ხალხისგან;+ მოდავე ენებისგან დამალავ მათ შენს კარავში.+ 21  კურთხეული იყოს იეჰოვა,+ რადგან საოცარი სიკეთე გამოავლინა+ ჩემ მიმართ გაჭირვებულ ქალაქში.+ 22  მე კი, როცა შევძრწუნდი, ვთქვი:+ შევიმუსრები-მეთქი შენ თვალწინ.+ შენ გაიგონე ჩემი ვედრება, როცა შველას გთხოვდი.+ 23  გიყვარდეთ იეჰოვა, ვინც მისი ერთგულნი ხართ.+ იეჰოვა იცავს ერთგულებს,+ ამპარტავნებს კი სრულად მიუზღავს.+ 24  გამბედაობა მოიკრიბეთ და გული გაიმაგრეთ+ ყველამ, ვინც იეჰოვას ელით!+

სქოლიოები

ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.
იხილეთ 5:7-ის სქოლიო.
იხილეთ 6:5-ის სქოლიო.
ებრაულად ტუვ, რაც ნიშნავს მაღალზნეობრიობას, უბიწობას, სიტყვასიტყვით — სიკარგეს.