წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 30:1—12

სიმღერა, რომელიც სახლის მიძღვნისთვის შეიქმნა.+ დავითის ფსალმუნი 30  განგადიდებ, იეჰოვა, რადგან წამომაყენე+ და ჩემი მტერი ჩემი უბედურებით არ გაახარე.+   იეჰოვა, ჩემო ღმერთო, შველა გთხოვე და შენ განმკურნე.+   იეჰოვა, შენ ამოიყვანე ჩემი სული* სამარიდან*,+ შენ შემინარჩუნე სიცოცხლე, რომ საფლავში* არ ჩავსულიყავი.+   ქება უმღერეთ იეჰოვას, ვინც მისი ერთგულნი ხართ,+ მადლობდეთ მის წმინდა სახსენებელს.+   მისი რისხვა ცოტა ხნით გრძელდება,+ მისი კეთილგანწყობა კი — მთელი სიცოცხლე;+ საღამოს თუ იტირებენ,+ დილით სიხარულით იყიჟინებენ.+   შვების დროს ვთქვი:+ არასოდეს წავბორძიკდები-მეთქი.+   იეჰოვა, შენი კეთილგანწყობით მყარად დააფუძნე ჩემი მთა.+ სახე დამალე და შევძრწუნდი.+   იეჰოვა, შენ მოგიხმობდი;+ წყალობას ვთხოვდი იეჰოვას.+   რას მარგებს ჩემი სისხლი, როცა საფლავში ჩავალ?!+ განა მიწა შეგასხამს ხოტბას?!+ განა ის ილაპარაკებს შენს ჭეშმარიტებაზე?!+ 10  ისმინე, იეჰოვა, და წყალობა მიყავი!+ იეჰოვა, იყავი ჩემი შემწე!+ 11  გლოვა ცეკვად გიქცევია ჩემთვის;+ ჯვალო გამხადე და სიხარულით შემომსარტყლე,+ 12  რათა ჩემმა დიდებამ ქება გიმღეროს და არ დადუმდეს.+ იეჰოვა, ჩემო ღმერთო, მარადიულად შეგასხამ ხოტბას.+

სქოლიოები

ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
იხილეთ 6:5-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — ორმოში.