წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 29:1—11

დავითის სიმღერა 29  ძლიერთა ძეებო, მიაგეთ იეჰოვას, მიაგეთ იეჰოვას დიდება და აღიარეთ მისი ძალა.+   მიაგეთ იეჰოვას მისი სახელის დიდება;+ მდაბლად თაყვანი ეცით იეჰოვას, წმინდა სამოსელში გამოწყობილებმა.+   წყლებზე ვრცელდება იეჰოვას ხმა;+ დაიქუხა+ დიდებულმა ღმერთმა.+ წყლებს ზემოთ დგას იეჰოვა.+   იეჰოვას ხმა ძლიერია,+ იეჰოვას ხმა საუცხოოა.+   იეჰოვას ხმა კედრებს ლეწავს, იეჰოვა ლეწავს ლიბანის კედრებს.+   ხბოსავით ათამაშებს მათ,+ ლიბანს და სირიონს+ — გარეული ხარის ნაშიერებივით.   იეჰოვას ხმა ცეცხლის ალით კვეთს;+   იეჰოვას ხმა არყევს უდაბნოს,+ კადეშის უდაბნოს არყევს იეჰოვა.+   იეჰოვას ხმა მშობიარობის ტკივილებით+ კრუნჩხავს ფურირემს და ტყეებს აშიშვლებს.+ მის ტაძარში ყველა ამბობს: „დიდება!“+ 10  იეჰოვა წარღვნის წყლებზე ზის;+ იეჰოვა ზის, როგორც მარადიული მეფე.+ 11  იეჰოვა მისცემს ძალას თავის ხალხს;+ იეჰოვა აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით.+

სქოლიოები