წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 28:1—9

დავითის ფსალმუნი 28  შენ მოგიხმობ, იეჰოვა!+ ყურს ნუ დაიხშობ, ჩემო კლდეო,+ და ნუ დადუმდები,+ რათა საფლავში* ჩამავალთ არ დავემსგავსო.+   ისმინე ჩემი ვედრება, როცა შველას გთხოვ, როცა ხელებს აღვაპყრობ+ შენი წმინდა ადგილის+ შიდა ოთახისკენ.   ნუ წამიყვან ბოროტებთან და სიავის მქნელებთან ერთად,+ რომლებიც თავიანთ მეგობრებს მშვიდობაზე ელაპარაკებიან,+ გულში კი ბოროტება აქვთ.+   მიაგე მათ მათი საქმეებისამებრ+ და მათი ბოროტმოქმედებისამებრ;+ ხელის ნამოქმედარისამებრ მიაგე მათ;+ რასაც თვითონ აკეთებენ, ის მიუზღე.+   არაფრად აგდებენ იეჰოვას საქმეებსა+ და მის ხელთა ნამოქმედარს.+ ის დააქცევს მათ და აღარ ააშენებს.   კურთხეული იყოს იეჰოვა, რადგან შეისმინა ჩემი ვედრება.+   იეჰოვაა ჩემი ძალა+ და ფარი.+ გულით ვენდობი მას.+ შემეწია იგი და ხარობს ჩემი გული,+ ჩემი სიმღერით ხოტბას შევასხამ მას.+   იეჰოვა ძალაა თავისი ხალხისთვის+ და დიდებული ხსნის ბურჯი — თავისი ცხებულისთვის.+   იხსენი შენი ხალხი და აკურთხე შენი მემკვიდრეობა;+ მწყემსე ისინი და ატარე მარადიულად.+

სქოლიოები

იხილეთ 16:10-ის სქოლიო საფლავთან.