არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფს. 27:1—14

დავითის ფსალმუნი 27  იეჰოვაა ჩემი სინათლე+ და ხსნა.+ ვისი უნდა მეშინოდეს?!+ იეჰოვაა ჩემი სიცოცხლის ბურჯი.+ ვინ შემაძრწუნებს?!+   როცა ჩემი ხორცის შესაჭმელად მომიახლოვდნენ ბოროტმოქმედნი,+ ჩემი მტრები და მოწინააღმდეგენი,+ წაბორძიკდნენ და დაეცნენ ისინი.+   ჯარმაც რომ დაიბანაკოს ჩემ წინააღმდეგ,+ არ შეკრთება ჩემი გული.+ ომიც რომ გაჩაღდეს ჩემ წინააღმდეგ,+ იმედიანად ვიქნები.+   ერთი რამ ვთხოვე იეჰოვას,+ ერთ რამეს ვესწრაფვი,+ რომ მთელი ჩემი სიცოცხლის დღენი იეჰოვას სახლში ვმკვიდრობდე,+ ვიხილო იეჰოვას მშვენიერება+ და მადლიერებით შევცქეროდე მის ტაძარს.+   უბედურების დღეს დამმალავს თავის თავშესაფარში,+ თავისი კარვის სამალავს შემაფარებს.+ მაღალ კლდეზე დამაყენებს.+   თავს ავწევ გარსშემოხვეულ მტრებზე მაღლა.+ მის კარავში მხიარულ შეძახილს მივიტან მსხვერპლად.+ ვუმღერებ და ვუგალობებ იეჰოვას.+   მომისმინე, იეჰოვა, როცა მოგიხმობ,+ წყალობა მიყავი და მიპასუხე.+   გული შენს სიტყვებს მკარნახობს: „ესწრაფეთ ჩემი სახის ხილვას!“+ ვესწრაფვი შენი სახის ხილვას, იეჰოვა!+   ნუ დამიმალავ შენს სახეს,+ რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მსახურს.+ იყავი ჩემი მშველელი.+ ნუ მიმატოვებ, ნუ დამტოვებ, ჩემი ხსნის ღმერთო!+ 10  დედ-მამასაც რომ მივეტოვებინე,+ იეჰოვა ამიყვანდა.+ 11  მასწავლე, იეჰოვა, შენი გზა+ და წამიძეხი სიმართლის ბილიკზე ჩემი მტრებისგან დასაცავად. 12  ნუ გადამცემ ჩემი მტრების სულს,+ რადგან ჩემ წინააღმდეგ აღსდგნენ ცრუმოწმეები+ და მოძალადეები.+ 13  რომ არ მქონოდა რწმენა და არ მენახა, რაოდენ კარგია იეჰოვა ცოცხალთა ქვეყანაში, რა მეშველებოდა?!+ 14  იეჰოვაზე დაამყარე იმედი,+ გამბედაობა მოიკრიბე და გული გაიმაგრე.+ იეჰოვაზე დაამყარე იმედი.+

სქოლიოები