წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 26:1—12

დავითის ფსალმუნი 26  გამიჩინე სამართალი,+ იეჰოვა, რადგან უმწიკვლოდ დავდივარ.+ იეჰოვაზე ვარ მინდობილი, რათა არ წავბორძიკდე.+   შემამოწმე, იეჰოვა, და გამომცადე,+ განმიწმინდე თირკმელები და გული.+   ჩემ თვალწინ არის შენი სიკეთე* და შენი ჭეშმარიტებით დავდივარ.+   ცრუ ხალხთან არ ვზივარ+ და თვალთმაქცებთან არ დავდივარ.+   შევიძულე ბოროტმოქმედთა კრებული+ და ბოროტებთან არ ვზივარ.+   უდანაშაულობით დავიბან ხელს+ და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, იეჰოვა,+   რათა ხმამაღლა გაისმას ჩემი სამადლობელი+ და შენი საოცარი საქმეები ვაუწყო.+   იეჰოვა, მიყვარს შენი სახლი, შენი სამყოფელი,+ და შენი დიდების სამკვიდრო.+   ნუ წამართმევ სულს ცოდვილებთან ერთად,+ ნურც სიცოცხლეს — სისხლისმღვრელებთან ერთად,+ 10  რომლებსაც ხელი ბოროტმოქმედებაში აქვთ გარეული+ და მარჯვენა მექრთამეობით აქვთ სავსე.+ 11  მე კი უმწიკვლოდ ვივლი.+ გამომისყიდე+ და წყალობა მიყავი.+ 12  ფეხს სწორ ადგილზე დავდგამ;+ შეკრებილ ხალხში ვაკურთხებ იეჰოვას.+

სქოლიოები

იხილეთ 5:7-ის სქოლიო.