წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 25:1—22

დავითის ფსალმუნი א [ალეფ] 25  შენკენ აღვაპყრობ ჩემს სულს, იეჰოვა!+ ב [ბეთ]   შენ მოგენდობი, ჩემო ღმერთო.+ ნუ შევრცხვები და ნუ გაიხარებენ ჩემი მტრები ჩემი უბედურებით.+ ג [გიმელ]   არც ერთი შენი მოიმედე არ შერცხვება.+ შერცხვებიან ისინი, ვინც ვერაგულად იქცევიან, მაგრამ წარუმატებლად.+ ד [დელეთ]   მაუწყე შენი გზები, იეჰოვა,+ მასწავლე შენი ბილიკები!+ ה [ჰე]   მატარე შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე,+ რადგან შენა ხარ ჩემი ხსნის ღმერთი.+ ו [ვავ] მთელი დღე შენზე ვარ დაიმედებული.+ ז [ზაინ]   გაიხსენე შენი წყალობა,+ იეჰოვა, და შენი სიკეთე*,+ რადგან უხსოვარი დროიდან ავლენ მათ.+ ח [ხეთ]   ნუ გამიხსენებ ახალგაზრდობაში ჩადენილ ცოდვებსა და ურჩობას.+ შენი სიკეთით გამიხსენე,+ იეჰოვა, რადგან კარგი ხარ!+ ט [ტეთ]   კარგია და მართალია იეჰოვა.+ ამიტომაც სწორი გზისკენ მიმართავს ცოდვილებს.+ י [ჲოდ]   ის აღძრავს თვინიერებს, მისი სამართლით იარონ,+ თავის გზას ასწავლის თვინიერებს.+ כ [ქაფ] 10  იეჰოვას ყველა გზა სიკეთე და ჭეშმარიტებაა მისი შეთანხმებისა+ და შეხსენებების დამცველთათვის.+ ל [ლამედ] 11  შენი სახელის გულისთვის, იეჰოვა,+ მაპატიე ჩემი დანაშაული, რადგან დიდია იგი.+ מ [მემ] 12  ვინ არის იეჰოვას მოშიში კაცი?+ ის ასწავლის მას გზას, რომელსაც აირჩევს.+ נ [ნუნ] 13  ყოველივე კარგი ექნება მის სულს+ და მისი შთამომავლობა დედამიწას დაიმკვიდრებს.+ ס [სამეხ] 14  იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა მის მოშიშებს აქვთ,+ მათთვის არის მისი შეთანხმებაც, რომლის შესახებაც ასწავლის მათ.+ ע [აინ] 15  თვალები მუდამ იეჰოვასკენ მაქვს მიპყრობილი,+ რადგან ის გამითავისუფლებს ფეხს ბადიდან.+ פ [ფე] 16  მომხედე და წყალობა მიყავი,+ რადგან მარტოდმარტო და დაჩაგრული ვარ.+ צ [ცადე] 17  მწუხარებით ამევსო გული,+ თავი დამაღწევინე დაძაბულობას.+ ר [რეშ] 18  დაინახე ჩემი გაჭირვება და უბედურება+ და მომიტევე ყველა ცოდვა.+ 19  ნახე, როგორ გამიმრავლდა მტერი,+ რომელმაც მეტისმეტად მომიძულა.+ ש [შინ] 20  დაიცავი ჩემი სული და მიხსენი.+ ნუ შევრცხვები, მე ხომ შენ შეგაფარე თავი.+ ת [თავ] 21  დამიცვას უმწიკვლობამ და სიმართლემ,+ რადგან შენზე ვამყარებ იმედს.+ 22  ღმერთო, გამოისყიდე ისრაელი ყველა გასაჭირისგან!+

სქოლიოები

იხილეთ 5:7-ის სქოლიო.