წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 24:1—10

დავითის სიმღერა 24  იეჰოვასია დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზეა,+ მიწა და მასზე მცხოვრებნი.+   მყარად დააფუძნა ის ზღვებზე+ და მტკიცედ დაადგინა მდინარეებზე.+   ვინ ააღწევს იეჰოვას მთაზე+ და ვინ ავა მის წმინდა ადგილზე?+   „ვისაც უდანაშაულო ხელი და სუფთა გული აქვს,+ ვინც უღირსად არ მოპყრობია ჩემს სულს*+ და ცრუდ არ დაუფიცია“.+   ის მიიღებს კურთხევას იეჰოვასგან+ და სიმართლეს — თავისი ხსნის ღვთისგან.+   ეს არის თაობა, რომელიც ეძებს მას, შენი სახის მაძიებელთა თაობა, იაკობის ღმერთო!+ სელა.   „ასწიეთ თავები, კარიბჭეებო,+ აღიმართეთ, მარადარსებულო შესასვლელებო,+ რომ შემოვიდეს დიდებული მეფე!“+   „ვინ არის ეს დიდებული მეფე?“+ „იეჰოვა — ძლიერი და ძლევამოსილი,+ იეჰოვა — ბრძოლაში ძლიერი“.+   „ასწიეთ თავები, კარიბჭეებო,+ აღიმართეთ, მარადარსებულო შესასვლელებო, რომ შემოვიდეს დიდებული მეფე!“+ 10  „ვინ არის ეს დიდებული მეფე?“ „იეჰოვა, ლაშქართა* ღმერთი — ის არის დიდებული მეფე!“+ სელა.

სქოლიოები

ანუ ჩემს სიცოცხლეს. იგულისხმება იეჰოვას სიცოცხლე, რომელსაც იფიცებს ადამიანი. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
იგივე ცაბაოთი.