წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 22:1—31

გუნდის ხელმძღვანელს: ფურირემი ცისკრისას. დავითის სიმღერა 22  ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?+ რატომ ხარ შორს და არ მშველი?+ რატომ ხარ შორს და არ გესმის ჩემი კვნესა?+   ჩემო ღმერთო, დღისით გიხმობ, მაგრამ არ მპასუხობ,+ ღამითაც გიხმობ, არ ვდუმდები.+   შენ წმინდა ხარ,+ ისრაელისგან ქებით ხარ გარემოცული.+   შენ გენდობოდნენ ჩვენი მამები,+ გენდობოდნენ და შენ იხსნიდი მათ.+   შენ შემოგღაღადებდნენ+ და თავს აღწევდნენ საფრთხეს;+ შენ გენდობოდნენ და არ შერცხვენილან.+   მე კაცი კი არა, მატლი+ ვარ, ადამიანთათვის დასაძრახი და ხალხისთვის საძულველი.+   ვინც კი მხედავს, ყველა დამცინის,+ გაუღიათ პირი და თავს აქნევენ:+   იეჰოვას მიანდო თავი+ და მან გადაარჩინოსო,+ მან იხსნას, რაკი მოსაწონიაო მისთვის!+   შენ გამომიყვანე მუცლიდან,+ შენ დამაიმედე დედის მკერდზე მყოფი.+ 10  შენზე ვარ მონდობილი იმ დღიდან, რაც საშვილოსნოდან გამოვედი;+ დედის მუცლიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი.+ 11  ნუ განმშორდები, რადგან ახლოს არის ჩემი გასაჭირი+ და არა მყავს სხვა მშველელი.+ 12  მოზვრები მახვევია გარს,+ ბაშანის ძლიერებმა შემომარტყეს წრე.+ 13  ჩემ წინააღმდეგ გახსნეს პირი+ ლომივით, მსხვერპლს რომ ფლეთს და ბრდღვინავს.+ 14  წყლად დავიღვარე,+ ჩემი ძვლები ერთმანეთს დაშორდა;+ ცვილივით გამიხდა გული,+ მუცელში ჩამიდნა.+ 15  თიხის ჭურჭლის ნატეხივით გამომეფიტა ძალა+ და ენა ღრძილებზე მიმეკრა;+ სიკვდილის მტვერში გყავარ ჩასმული.+ 16  ძაღლები შემომეხვივნენ,+ ბოროტმოქმედთა კრებული შემომერტყა გარს;+ ლომივით ეტანებიან ჩემს ხელ-ფეხს.+ 17  ჩემი ძვლების დათვლაც კი შემიძლია.+ მიყურებენ ისინი და მომჩერებიან.+ 18  ჩემს ტანსაცმელს ინაწილებენ+ და ჩემს სამოსელზე წილს ყრიან.+ 19  შენ კი ნუ განმშორდები, იეჰოვა!+ იჩქარე ჩემ დასახმარებლად,+ ჩემო ძალავ!+ 20  იხსენი მახვილისგან ჩემი სული,+ ჩემი ერთადერთი — ძაღლის ბრჭყალებისგან;+ 21  მიხსენი ლომის ხახისგან,+ მიპასუხე და მიხსენი გარეული ხარის რქებისგან.+ 22  ჩემს ძმებს+ ვაუწყებ შენს სახელს;+ კრებულში მოგიძღვნი ქებას.+ 23  იეჰოვას მოშიშნო, ქება უძღვენით მას!+ იაკობის შთამომავალნო, განადიდეთ იგი!+ გეშინოდეთ მისი, ისრაელის შთამომავალნო!+ 24  ვინაიდან არც აბუჩად აუგდია+ და არც შეზიზღებია ჩაგრული გაჭირვების გამო*;+ არ დაუმალავს სახე მისგან+ და როცა შველას სთხოვდა, უსმენდა მას.+ 25  შენი საქმეების გამო შეგაქებ დიდ კრებულში;+ ჩემს აღთქმებს შევასრულებ მის მოშიშთა წინაშე.+ 26  თვინიერები შეჭამენ და გაძღებიან;+ ქებას მიუძღვნიან იეჰოვას მისი მაძიებლები.+ მარადიულად ძგერდეს თქვენი გულები.+ 27  დედამიწის ყოველი კიდე გაიხსენებს იეჰოვას და დაუბრუნდება მას.+ მდაბლად თაყვანს გცემს ხალხთა ყველა ტომი.+ 28  მეფობა იეჰოვასია+ და ის მბრძანებლობს ხალხებზე.+ 29  დედამიწის მდიდრები შეჭამენ და მუხლს მოიყრიან,+ ქედს მოიხრის მის წინაშე ყველა, ვინც მტვრად იქცევა;+ ვერავინ შეინარჩუნებს სულს* ცოცხლად.+ 30  მას ემსახურებიან შთამომავლები;+ იეჰოვას შესახებ ეუწყება მომავალ თაობას.+ 31  მოვლენ და აუწყებენ მის სიმართლესა+ და საქმეებს ხალხს, რომელიც დაიბადება.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — არც შეზიზღებია გაჭირვებულის გაჭირვება.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.