წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 21:1—13

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა 21  იეჰოვა, შენი ძალით ხარობს მეფე+ და სურს, რომ იმხიარულოს შენგან ხსნით!+   შენ შეუსრულე მას გულის წადილი+ და მისი ბაგის სათხოვარი არ უკუაგდე.+ სელა.   შენ შეეგებე მას და ყოველივე კარგით აკურთხე;+ შენ დაადგი მას თავზე ხალასი ოქროს გვირგვინი.+   სიცოცხლე გთხოვა და შენ მიეცი,+ დღეგრძელობა მარადიულად, სამუდამოდ.+   დიდია მისი დიდება, რადგან შენგანაა მისი ხსნა.+ ღირსებასა და სიდიადეს ანიჭებ მას.+   დიდად კურთხეული გეყოლება მარადიულად+ და შენ წინაშე ყოფნით გაახარებ;+   იეჰოვაზეა მეფე მინდობილი,+ უზენაესის სიკეთეზე*. არ წაბორძიკდება.+   შენი ხელი იპოვის ყველა შენს მტერს,+ შენი მარჯვენა მიაგნებს შენს მოძულეებს.   გავარვარებულ ღუმელს დაამსგავსებ მათ, როცა დანიშნულ დროს გამოჩნდები.+ იეჰოვას რისხვა შთანთქავს მათ და ცეცხლი შეჭამს.+ 10  მოსპობ მათ ნაყოფს დედამიწიდან+ და მათ შთამომავლობას — ადამიანთა ძეებიდან.+ 11  ყოველივე ცუდი შენკენ მომართეს;+ ის განიზრახეს, რასაც ვერ განახორციელებენ.+ 12  შენ უკუაქცევ მათ,+ რადგან მშვილდს მოზიდავ მათი სახისკენ.+ 13  იეჰოვა, განდიდდი შენი ძლიერებით!+ ვუმღერებთ და ხოტბას შევასხამთ შენს ძლევამოსილებას.+

სქოლიოები

იხილეთ 5:7-ის სქოლიო.