წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 20:1—9

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა 20  იეჰოვამ გიპასუხოს გაჭირვების დღეს.+ იაკობის ღვთის სახელმა დაგიფაროს.+   შველა მოგივლინოს თავისი წმინდა ადგილიდან+ და სიონიდან გაგამაგროს.+   ახსოვდეს ყველა შენი საძღვნო შესაწირავი+ და მსუყე იყოს მისთვის შენი დასაწვავი შესაწირავი.+ სელა.   მოგცეს, რაც გულით გწადია,+ და ყველა შენი განზრახვა შეასრულოს.+   სიხარულით ვიყიჟინებთ შენგან ხსნით+ და ჩვენი ღვთის სახელით აღვმართავთ დროშებს.+ იეჰოვამ შეგისრულოს ყველა სათხოვარი.+   ვიცი, რომ იეჰოვა იხსნის თავის ცხებულს.+ ის უპასუხებს მას თავისი წმინდა ზეციდან,+ თავისი მარჯვენის ძლევამოსილი საქმეებით იხსნის.+   ზოგი ეტლებს ახსენებს, ზოგი — ცხენებს,+ ჩვენ კი ჩვენი ღვთის, იეჰოვას, სახელს ვახსენებთ.+   ისინი გატყდნენ და დაეცნენ;+ ჩვენ კი წამოვდექით და წამოვიმართეთ.+   იეჰოვა, იხსენი მეფე!+ ის იმ დღესვე გვიპასუხებს, რა დღესაც მოვუხმობთ.+

სქოლიოები