წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 2:1—12

2  რატომ ბობოქრობენ ხალხები+ და რატომ ფიქრობენ ერები ამაოებაზე?+   დადგნენ დედამიწის მეფეები+ და შეიკრიბნენ უმაღლესი მოხელეები+ იეჰოვასა+ და მისი ცხებულის წინააღმდეგ,+   ამბობენ: „დავწყვიტოთ მათი სადავეები+ და მოვიშოროთ მათი თოკები!“+   გაიცინებს ზეცაში მჯდომი,+ იეჰოვა სასაცილოდ აიგდებს მათ.+   მაშინ თავისი მრისხანებით+ შეაძრწუნებს მათ და რისხვით ეტყვის:+   „მე, მე დავაყენე ჩემი მეფე+ სიონზე,+ ჩემს წმინდა მთაზე“.+   ვაუწყებ იეჰოვას ბრძანებას. მან მითხრა: „შენ ჩემი ძე ხარ;+ მე დღეს გავხდი შენი მამა.+   მთხოვე,+ რომ მოგცე ხალხები მემკვიდრეობად+ და დედამიწის კიდეები — საკუთრებად.+   დალეწავ მათ რკინის კვერთხით+ და მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ“.+ 10  ახლა კი, მეფეებო, გამოავლინეთ გამჭრიახობა, გამოსწორდით, დედამიწის მოსამართლეებო!+ 11  შიშით+ ემსახურეთ იეჰოვას, გიხაროდეთ და თრთოდეთ!+ 12  ეამბორეთ ძეს,+ რომ არ განრისხდეს ღმერთი და არ მოიკვეთოთ თქვენი გზიდან,+ რადგან ადვილად ინთება მისი რისხვა.+ ბედნიერია ყველა, ვინც მას აფარებს თავს.+

სქოლიოები